BBC-მ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტების სიმბოლური გუნდი დაასახელა
წამყვანი ბრიტანული მედია-კომპანია BBC-ის სპორტულმა ჟურნალისტებმა იმ ფეხბურთელებისგან, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაში სულ მცირე 60 შეხვედრა აქვთ ჩატარებული და ფინალში მონაწილეობა მიუღიათ, სიმბოლური გუნდი შეადგინა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ისტორიაში საუკეთესო 11 ფეხბურთელის ჩამონათვალი ასეთია: მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”, “პსჟ”); მცველები: დანი ალვეში (“ბარსელონა”, “სევილია”, “იუვენტუსი”, “პსჟ”), სერხიო რამოსი (მადრიდის “რეალი”), პაოლო მალდინი (“მილანი”), რობერტო […]
რობერტო კარლოსმა დაასახელა 2 ინგლისელი ფეხბურთელი, რომელიც ბრაზილიის ნაკრებში ითამაშებდა
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველის, რობერტო კარლოსის აზრით, ,,სელესაოს” შემადგენლობაში თამაშს ორი ინგლისელი ფეხბურთელი – ჰარი კეინი და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი შეძლებდა: ,,ინგლისის ნაკრებიდან ვინ ითამაშებდა ბრაზილიაში? ალექსანდერ-არნოლდი, რადგან ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. კეინიც შესანიშნავი მოთამაშეა. ინგლისის ნაკრებს კარგი გუნდი ჰყავს არამხოლოდ სახელებით, არამედ თამაშის ხარისხითაც. თუ უნდა ავირჩიო ფეხბურთელები, რომლებიც მზად არიან, მუნდიალზე ბრაზილიის […]
სერხიო რამოსი ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენია
მადრიდის “რეალის” კაპიტანი სერხიო რამოსი ჩემპიონთა ლიგაში მცველებს შორის ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით რეკორდსმენია. “სამეფო კლუბის” ცენტრალურმა მცველმა “გალათასარაისთან” მოგებულ მესამე ტურის შეხვედრაში (0:1), ამ ტურნირზე 121-ედ ითამაშა და ყოფილ თანაგუნდელ რობერტო კარლოსს გადაასწრო – ბრაზილიელის ანგარიშზე 120 მატჩია. ჩემპიონთა ლიგაში ესპანეთის ნაკრების კაპიტანს 12 გოლი აქვს გატანილი, 8 საგოლე პასი გაკეთებული, 36 ყვითელი და 3 […]
ნეიმარმა FIFA 21-ში ყველა დროის საუკეთესო გუნდი შეადგინა
“პსჟ-ს” თავდამსხმელი ნეიმარი ვირტუალური თამაშების დიდი გულშემატკივარია. ვიდეო თამაშებისადმი სიყვარულს ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი არასდროს მალავდა და ცნობილია, რომ მისი ფავორიტი გასართობი Counter-Strike-ი გახლავთ. 29 წლის ფეხბურთელი საფეხბურთო სიმულატორის აქტიური მომხმარებელიც გახლავთ და FIFA 21-ში საკუთარი, საუკეთესო ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდიც შეადგინა. ნეიმარმა ფიფას ყველა დროის საუკეთესო გუნდისთვის სათამაშოდ 4-5-1 ფორმაცია აირჩია, სადაც კარის დაცვის პატივი პრემიერ ლიგის ლეგენდას, […]
რონალდინიოს გუნდი 4:3 რობერტო კარლოსის გუნდი (მიმოხილვა)
11 საუკეთესო გოლეადორი მცველი
მადრიდის “რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა, ლა ლიგის მე-11 ტურში, “ლეგანესთან” (5:0) მოგებულ შეხვედრაში, კარიერის 110-ე გოლი გაიტანა. ესპანელი ცენტრალური მცველისგან მეტოქის კარის დალაშქვრას ფეხბურთის გულშემატკივარი უკვე მიეჩვია. “სამეფო კლუბისა” თუ “ფური როხას” მაისურით 33 წლის ფეხბურთელს არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაუტანია, ჩემპიონთა ლიგის ფინალებში, ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპზე. რამოსი ესპანეთის ნაკრების ყველა დროის 10 […]
ლეგენდების ელ კლასიკო | ბარსელონა რეალის დაპირისპირების თარიღი ცნობილია
“ბარსელონასა” და “რეალის” ლეგენდების დაპირისპირება თელ-ავივში შედგება. კატალონიური გრანდისა და სამეფო კლუბის ლეგენდების მატჩი, 20 ივლისს, “ბლუმფილდზე” გაიმართება. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას” შემადგენლობაში ისეთი სახელოვანი ვარსკვლავების ხილვა იქნება შესაძლებელი, როგორიცაა: რონალდინიო, რივალდო, დეკო, გაიზკა მენდიეტა, ხავიერ სავიოლა და რონალდ დე ბური. აღსანიშნავია, რომ ეს იმ ვარსკვლავთა არასრული ჩამონათვალია, რომელთაც ლეგენდების “ელ კლასიკოზე” ვიხილავთ. […]