ლივერპული 3:2 პსჟ (ვიდეო მიმოხილვა)
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი, რომელშიც “ლივერპული” – “პარი სენ-ჟერმენს” დაუპირისპირდა, მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი რობერტო ფირმინო გახდა. “ლივერპულის” ბრაზილიელმა შემტევმა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში (92) შეძლო პარიზელთა კარის აღება.
ლივერპული გაშვებული გოლის შემდეგ უმალვე წინ გადის (ვიდეო)
ლივერპულის ფარული მარგალიტი, სი სენიორ!
“ლივერპულს” წაგება დაავიწყდა. იურგენ კლოპის იმპერიული გუნდი ინგლისის პემიერლიგაში 40 შეხვედრაა არ დამარცხებულა (ერთ კალენდრულ წელიწადზე მეტი დრო) და ჟოზე მოურინიოს “ჩელსის” სარეკორდო შედეგი გაიმეორა. წითლები “არსენალის” დღემდე ხელშეუხებელ ბრწყინვალე რეკორდსაც უახლოვდებიან – 49 მატჩი მარცხის გარეშე. უდიდესი ალბათობით, გერმანელი მესაჭის მონსტრი მანქანა ამ მიღწევასაც გაიმეორებს – წინ 9 მატჩია და აქედან არცერთი დიდი ექვსეულის […]
ლივერპულის შესანიშნავი კონტრშეტევა და რობერტო ფირმინოს გოლი (ვიდეო)
ლივერპულს ფირმინოც დააკლდება?
ინგლისურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რობერტო ფირმინომ “ლივერპულის” დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა. შეგახსენებთ, რომ მერსესაიდული გუნდი ხვალ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩს “ბაიერნთან” გამართავს. უცხოური წყარო გვატყობინებს, რომ რობერტო ფირმინოს ვირუსი აქვს. ითამაშებს თუ არა ბრაზილიელი შემტევი “ბაიერნთან”, ჯერ-ჯერობით უცნობია. ცნობისთვის, “ლივერპულის” დანაკლისი აქამდეც სერიოზული იყო. გუნდს ვან დეიკი, ჩემბერლენი და გომესი დააკლდება.
მანჩესტერისა და ლივერპულის შემტევი სამეულების საინტერესო სტატისტიკა
პრემიერლიგის 23-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “ლივერპული” “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება. 19 იანვარს, თბილისის დროით 20:30 საათზე, სრულიად საფეხბურთო სამყაროს ყურადღება “ენფილდ როუდზე” იქნება მიმართული – ისტორიული მტრების დაპირისპირების წინ, საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა გამოქვეყნდა. მერსისაიდული გრანდი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და პრემიერლიგას დამაჯერებლად უდგას სათავეში. ნაკლებად თუ ვინმე წარმოიდგენს, რომ მიმდინარე სეზონში “ლივერპული” პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულს ვერ მოიპოვებს […]
მინოლე: “ბრიუგეს შემტევები ფირმინოზე კარგი შემსრულებლები არიან”
სიმონ მინოლემ ბელგიურ მედიასთან “ლივერპულის” ფეხბურთელებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 31 წლის მეკარე ინგლისში გატარებული 12 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და “ბრიუგეს” რიგებში თამაშობს. მერსესაიდელთა ყოფილმა მოთამაშემ ყოფილი თანაგუნდელები, მოჰამედ სალაჰი და რობერტო ფირმინო “ბრიუგეს” ფეხბურთელებს შეადარა. “იანს ვანაკენი და რუუდ ვორმერი შესანიშნავი შემსრულებლები არიან. რა თქმა უნდა, სალაჰიც და ფირმინოც გენიალური მოთამაშეები არიან, თუმცა “ბობი” […]
ოფიციალურად | არსენალისა და ლივერპულის დაპირისპირება გადაიდო
ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალური მატჩი, რომელშიც “არსენალი” “ლივერპულს” უნდა დაპირისპირებოდა გადაიდო. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატჩის გადადების მიზეზი მერსისაიდული გრანდის რიგებში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევებია. ალისონ ბეკერი, რობერტო ფირმინო, ჯოელ მატიპი, იურგენ კლოპი და მისი ასისტენტი პეპ ლინდერსი კოვიდ ინფიცირებულები არიან და იზოლაციაში იმყოფებიან. “ლივერპულმა” 5 იანვარს საწვრთნელი ბაზაც დახურა. “ლივერპულის” წარმომადგენლებმა ინგლისის ფეხბურთის […]
ოფიციალურად: ლივერპულს 4 ვარსკვლავი დატოვებს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ლივერპულს” 4 ვარსკვლავი დატოვებს. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, მერსისაიდულ გრანდს რობერტო ფირმინო, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ნაბი კეიტა და ჯეიმს მილნერი დატოვებენ. “ლივერპულს” ოთხივე მათგანი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობება. ამ დროისათვის უცნობია, თუ სად გაგრძელდება მათი კარიერა, თუმცა, ბრიტანულ მედია საშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მილნერის დამატებით “ბრაიტონი”, ხოლო რობერტო ფირმინოს სამსახურით – ტურინის […]
პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონის საუკეთო 5 მოთამაშე თავის პოზიციაზე
პრემიერ ლიგა კორონავირუსის გამო დროებით შეჩერებულია და განახლების თარიღი უცნობია. უფეხბურთობის ჟამს საუკეთესო დროა, რომ გადავხედოთ მიმდინარე სეზონის საუკეთესო მოთამაშეებს. გთავაზობთ 2019/2020 წლების სეზონის, საუკეთესო 5 მოთამაშეს თავის პოზიციებზე, შეფასებების მიხედვით. მეკარეები 5. აარონ რემსდეილი – 6.77 4. კასპერ შმეიხელი – 6.81 3. ვისენტე გუაიტა – 6.82 2. მარტინ დუბრავკა – 6.84 1. ბერნდ ლენო […]
რა თანხას გამოიმუშავებენ ლივერპულის მოთამაშეები
თანამედროვე ფეხბურთში ყველაფერი, რაც თანხებს ეხება საოცარ ციფრებთანაა დაკავშირებული. The Sun-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, თუ რამდენს გამოიმუშავებენ “ლივერპულის” ფეხბურთელები კვირაში და წლიურად. მერსისაიდული გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ეგვიპტელი შემტევი მოჰამედ სალაჰია, რომელიც კვირაში ანაზღაურების სახით 200 000 ფუნტ სტერლინგს ღებულობს, რაც წლიურად 10.4 მლიონი ფუნტი სტერლინგი გამოდის. ანაზღაურების მხრივ გუნდში მე-2 ადგილს ესპანელი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა […]