39 წლის ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი, ჩოგბურთის მოყვარულთა დიდი ნაწილისათვის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედაა მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ ფედერერის ბრწყინვალე კარიერა 1998 წლიდან იღებს სტარტს, მაშინ როდესაც საჩოგბურთო სამყაროში პიტ სამპრასის, ანდრე აგასის, ლეიტონ ჰიუიტისა და სხვა ბრწყინვალე ჩოგბურთელების ერა იყო. ჩოგბურთის ექსპერტების მიერ პიტ სამპრასი ყველა დროის ყველაზე ძლიერ ჩოგბურთელთა სიაში ირიცხება. ამერიკელმა ჩოგბურთელმა, […]