რა თანხა და რამდენი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ფედერერთან გამარჯვების შემდეგ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქართული ჩოგბურთის ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა – ქართველმა ჩოგბურთელმა ლეგენდარული როჯერ ფედერერი დაამარცხა. დრამატული შეხვედრა 3-სეტიანი გამოდგა, სადაც პირველი წაგებული სეტის შემდეგ ნიკოლოზმა მოახერხა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი დაამარცხა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 3:6; 6:1; 7:5 დაფიქსირდა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა როჯერ ფედერერთან ურთიერთშეხვედრებში წონასწორობა აღადგინა, 2 გამართული მატჩიდან ჩოგბურთელებს ერთმანეთის პირისპირ თითო-თითო გამარჯვება […]
როჯერ ფედერერის ზღაპრული მინის სახლი
ეს არის სახლი, რომელშიც როჯერ ფედერერი და მისი ოჯახის წევრები ამჟამად ცხოვრობენ, ჟურნალისტების ყურადღება ამ მოვლენამ კორონავირუსის პერიოდში მიიპყრო, ვინაიდან იმ დროისათვის სპორტული ღონისძიებები შეჩერებული იყო. ლეგენდარული მაესტრო და მისი ოჯახი ციურიხის ტბასთან მდებარე სახლში არიან, რომელიც ფედერერების ოჯახმა 2014 წელს, 6.5 მილიონ გირვანქად შეიძინეს. უცხოურმა მედიამ ფედერერის საცხოვრებელს “ზღაპრული მინის სახლი” უწოდა. აღსანიშნავია, რომ […]
გასული წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენები
მართალია, გასული წელი ლეო მესისთვის ტიტულებით დახუნძლული არ ყოფილა, თუმცა არგენტინელი ფეხბურთელისთვის ამას ყველაზე მაღალშემოსავლიან სპორტსმენად ყოფნისთვის ხელი არ შეუშლია. Forbes-ის მონაცემების თანახმად, “ბარსელონას” კაპიტანმა 2019 წელს 127 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და რეიტინგს სათავეში უდგას. TOP 10 ასე გამოიყურება: 10. კევინ დურანტი, კალათბურთი – $65.4 მილიონი 9. სტეფ კარი, კალათბურთი – $79.8 მილიონი 8. ლებრონ ჯეიმსი, […]
პირს მორგანი: “მილიარდს დავდებ, რომ ფედერერი სერენა უილიამსს გაანადგურებს”
პირს მორგანის მტკიცებით, როჯერ ფედერერი სერენა უილიამსს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მარტივად დაამარცხებს. ცნობილი სატელევიზიო მოღვაწე აცხადებს, რომ იგი მზადაა 1 მილიარდი დადოს როჯერ ფედერერის გამარჯვებაზე. ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში გამართული დებატების დროს, მორგანმა აღნიშნა, რომ ფედერერი სერენა უილიამსს 6:0/6:0-ს დაამარცხებს. “როჯერ ფედერერი სერენა უილიამსს 6:0/6:0-ს დაამარცხებს. 1 მილიარდს დავდებ, რომ ფედერერი სერენას 100-დან 100 შეხვედრაში დაამარცხებს. […]
„ასეთი გულგატეხილი არასოდეს ვყოფილვარ“ – ფედერერი პირადი მწვრთნელის გარდაცვალებაზე
მელბურნში გასამართი ავსტრალიის ღია პირველობის წინ ჩაწერილი ინტერვიუს დროს, როჯერ ფედერერმა ცრემლები ვერ შეიკავა – დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებული CNN-თან მის პირად მწვრთნელზე, პიტერ კარტერზე საუბრობდა, რომელმაც ფედერერის მომავალზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. კარტერი 2002 წელს ავტოავარიაში დაიღუპა – იგი ფედერერის მიღწევებს არ მოსწრებია. თუმცა როგორც ვიდეოში ჩანს, ფედერერი მის დაკარგვას კვლავ ძალიან განიცდის. […]
ვინ გამოიმუშავა ყველაზე მეტი – TOP 10
ჩოგბურთის ისტორიაში 100 მილიონ დოლარზე მეტი მხოლოდ 3 ჩოგბურთელს აქვს გამომუშავებული, საიდანაც სამივე მათგანი მოქმედი მოთამაშეა – ეს გახლავთ ე.წ. “დიდი ტრიო” – როჯერი, რაფა და ნოვაკი. გთავაზობთ იმ ჩოგბურთელების TOP 10-ეულს, რომლებსაც კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტი თანხა აქვთ გამომუშავებული: 10 მარინ ჩილიჩი გამომუშავებული თანხა ≈ $27 836 861 კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი: მე-3 ადგილი 9 […]
Forbes | გასული წლის ტოპ-10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი
გავლენიანი ჟურნალი Forbes-ი 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების ათეულს აქვეყნებს. Forbes-ის რეიტინგში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) წარმომადგენელები და სხვადასხვა სპორტის გამორჩეული სახეები მოხვდნენ. არავისთვის გასაკვირი არაა, რომ Forbes-ის რეიტინგში კრიშტიანუ რონალდუ, ლეო მესი და ნეიმარი მოხვდნენ – თუმცა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებმა პირველობა კონორ მაკგრეგორს დაუთმეს. UFC-ის ირლანდიელმა ლეგენდამ, გასულ წელს 180 მილიონი […]
“საამაყო ხარ” – შოთა არველაძე ბასილაშვილის გამარჯვებაზე
ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში ლეგენდარული როჯერ ფედერერი დაამარცხა. ქართველი ჩოგბურთელის ისტორიულ გამარჯვებას სოციალურ ქსელში შოთა არველაძე გამოეხმაურა: “ფედერერი დამარცხებულია! ნიკოლოზ, საამაყო ხარ,” – წერს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი. ფედერერი დამარცხებულია! Nikoloz Basilashvili საამაყო ხარ 👏🇬🇪 Posted by Shota Arveladze on ხუთშაბათი, 11 მარტი, 2021 ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ბასილაშვილმა როჯერს 3 სეტში – 3:6; 6:1; 7:5 მოუგო. […]
ATP ბასილაშვილზე: როჯერ ფედერერის შემდეგ ბასილაშვილი პირველია, რომელმაც …
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჰამბურგის ATP , სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზედიზედ მეორედ მოიგო და 500 სარეიტინგო ქულა დაიცვა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ATP Tour გამოეხმაურა, რომელმაც შემდეგი კომენტარი გააკეთეს: “ნიკოლოზ ბასილაშვილი არის პირველი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერის შემდეგ, რომელმაც ჰამბურგის ღია პირველობა დაიცვა”. 🇬🇪 Nikoloz Basilashvili is the first man to win back-to-back @hamburgopen titles since Roger […]
ჯოკოვიჩის პროტესტს ნადალიც შეუერთდა – US OPEN ვარსკვლავების გარეშე რჩება
2020 წელს კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში ყველანაირი მოვლენა თავდაყირა დააყენა, მათ შორისაა სპორტული აქტივობებიც, რომელთა შორისაც ცხადია, ჩოგბურთი და ყოველწლიური ტურნირებიც იგულისხმება. საჩოგბურთო სამყაროს წელიწადში 4 დიდი სლემის ტურნირია, რომელიც ყველაზე მაღალი სარეიტინგო ქულებით ფასდება (2000 ქულა). ავსტრალიის ღია პირველობის ჩატარება კორონავირუსით გამოწვეულ საფრთხეებს დაუსხლტა და მოესწრო, თუმცა როლან გაროსი ჩვეული ვადიდან რამდენიმე თვით გადაიწია და […]
როჯერ ფედერერის მორიგი ისტორიული შედეგი
14 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე, ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის – უიმბლდონის ფინალი აიღებს სტარტს, სადაც ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი დაუპირისპირდებიან. 1974 წლიდან დღემდე, როჯერ ფედერერი გახდა ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი (37), რომელიც გრანდ სლემის ფინალში ითამაშებს.
ნადალი ფედერერი და ჯოკოვიჩი რეიტინგში დაბალ საფეხურზე მყოფ ჩოგბურთელებს დაეხმარებიან
მსოფლიოში გამეფებული კორონავირუსის გამო საჩუგბურთო სამყარო გაჩერებულია. ეს ფაქტი კი ძალიან ცუდად მოქმედებს რეიტინგით დაბალ საფეხურზე მყოფ ჩოგბურთელებზე. ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ჩოგბურთელს ვარჯიშისთვის და მწვრთნელის ყოლისთვის გარკვეული თანხა სჭირდება. ამ თანხას კი ATP-ს სხვადასხვა ტურნირირებიდან გამოიმუშავებენ. ახლა კი მათთვის ფაქტიურად ყველაფერი გაჩერებულია და ფინანსური შემოსავალი საერთოდ არ აქვთ. ამასთან დაკავშირებით დიდმა სამეულმა შესანიშნავი გადაწყვეტილება […]