როლან გაროსი გადაიდო – ცნობილია ახალი თარიღი
საჩოგბურთო კალენდარში რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირი – საფრანგეთის ღია პირველობაა, რომელიც ყოველთვის მაისში იწყება. წლევანდელ სეზონში როლან გაროსი მაისის ნაცვლად სექტემბერში გადაინაცვლებს, აღნიშნულის მიზეზი, უკვე არაერთი სპორტული თუ არასპორტული ღონისძიების ჩამშლელი და ხელისშემშლელი ფაქტორი – კორონავირუსია (covid-19). საფრანგეთის ღია პირველობა 26 მაისს უნდა დაწყებულიყო, რომელიც 9 ივნისამდე გასტანდა, თუმცა განახლებული გადაწყვეტილებით როლან გაროსი სტარტს […]
რაფაელ ნადალი ბოლო პერიოდში აპრობირებულ არასტანდარტულ ჩაწოდებას ეხმაურება
კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე 2020 წლის საჩოგბურთო ბადე განსხვავებულად მიდის. ამჟამად, მაყურებელი მაისში გასამართ საფრანგეთის ღია პირველობას ადევნებს თვალ-ყურს. როლან გაროსის პირველი ორი რაუნდი დასრულებულია და აღსანიშნავია, რომ ტურნირი ჯერჯერობით განსაკუთრებული სენსაციების გარეშე მიმდინარეობს. მეორე რაუნდში რაფაელ ნადალი მაკენზი მაკდონალდსს დაუპირისპირდა, რომელსაც ძალიან მარტივად გაუმკლავდა, თუმცა გულშემატკივრისა და ჩოგბურთის მოყვარულთა ყურადღება მაკდონალდსის მიერ ბოლო პერიოდში აპრობირებული […]
რა მოხდება როლან გაროსზე?!
მსოფლიოში გავრცელებულმა კორონავირუსის პანდემიამ ფაქტობრივად ყველანაირი სპორტული თუ არასპორტული ღონისძიება დროებით შეაჩერა, ან საერთოდაც გააუქმა – მათ შორისაა არაერთი საჩოგბურთო ტურნირიც. საფრანგეთის ღია პირველობა ერთადერთი თიხის-საფარიანი დიდი სლემის ტურნირია, რომელიც ყოველწლიური საჩოგბურთო ტურნირების ცხრილშია გამწესებული. როლან გაროსის მასპინძელი ქალაქი საფრანგეთის დედაქალაქი – პარიზია. წლეულს, მსგავსად სხვა ტურნირებისა, კორონავირუსის გამო როლან გაროსიც დადგა გაუქმების საფრთხის წინაშე, […]
სტეფანოს ციციპასი: “ნადალს როლან გაროსზე გამოსვლას სამუდამოდ ავუკრძალავდი”
მსოფლიო რეიტინგი მეექვსე ნომერმა სტეფანოს ციციპასმა ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ჩოგბურთელის რაფაელ ნადალის შესახებ სახალისო რამ თქვა. “ჩემი ნება რომ იყოს, რაფაელ ნადალს როლან გაროსზე გამოსვლას სამუდამოდ ავუკრძალავდი“, – თქვა ბერძენმა ჩოგბურთელმა “გრუნტის მეფის” შესახებ. “მატადორი” საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული კარიერაში 13-ჯერ გახდა, წინა წლის ფინალში მან მსოფლიოს მოქმედ პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს სამ სეტში: […]