ბენიტესი: ,,რომა ვალდებულია, რომ სერია ა-ს ჩემპიონობისთვის იბრძოლოს”
ესპანელი სპეციალისტი, რაფაელ ბენიტესი ,,რომას” სერია ა-ს ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევს: ,,დიბალა და ვეინალდუმი ორივე დიდებული ფეხბურთელია. ორივენი სწრაფები არიან და ბევრი ძლიერი მხარე აქვთ. ისინი უკვე ჩამოყალიბებული გუნდის დაკომპლექტებას დაასრულებენ და დონეს კიდევ უფრო აამაღლებენ. ახალწვეულებისა და მოურინიოს გამოცდილების გათვალისწინებით, ვფიქრობ, ,,რომა” ტიტულისთვის რბოლაში ჩაერთვება. მგონია, რომ ისინი, უბრალოდ, ვალდებულები არიან, უმაღლესი ადგილისთვის […]
რომას გულშემატკივრები ჯინი ვეინალდუმს საოცრად შეხვდნენ | VIDEO
The Roma squad is being introduced to a packed Olimpico today, and it’s quite a vibe 😍 Here’s Gini Wijnaldum’s entry⬇️pic.twitter.com/XBK7ZBJZXl — Italian Football TV (@IFTVofficial) August 7, 2022 დიბალას მსგავსად, “რომას” ფანები მათ ახალ ფეხბურთელს, ჯინი ვეინალდუმსაც გულთბილად შეხვდნენ. ნიდერლანდელი “ჯალოროსის” 1-წლიანი იჯარით შეუერთდა და 25-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ჯინი “პარი სენ-ჟერმენში” თამაშობდა, სადაც 38 […]
რომა ბილეთების გაყიდვით მიღებულ თანხას შახტარს გადასცემს
,,რომას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, იტალიური კლუბი უკრაინელი ხალხის დახმარებას განაგრძობს. ,,კიდევ ერთხელ, რომა გამოიყენებს სპორტის ძალას, რათა მხარი დაუჭიროს გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს თავისი ქმედებებით, როგორც მოედანზე, ასევე – მის ფარგლებს გარეთ, როგორც ეს ადრე, ავღანელი და უკრაინელი ლტოლვილებისთვის გააკეთა. მატჩში გამოყენებული მაისურები ხელმოწერილი იქნება და აუქციონზე გაიყიდება, მთელი შემოსავალი კი უკრაინაში მიმდინარე ჰუმანიტარულ დახმარებას […]
იტალიის საფეხბურთო ნაკრებისა და “რომას” ლეგენდა – დანიელე დე როსი იუბილარია. ნახევარმცველი, რომელმაც “ჯალოროსის” მაისური 459 შეხვედრაში მოირგო, 38 წლის გახდა. რომაულმა გრანდმა დანიელე დე როსის დაბადების დღის მისალოცი პოსტი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა, პოსტერზე მის ნაცვლად პაოლო დიბალას ფოტო განათავსა. რომაული გრანდის სახალისო შეცდომას დანიელე დე როსი გამოეხმაურა, რომელმაც “რომას” მადლობა გადაუხადა და […]
ოფიციალურად | რომამ დიბალას ტრანსფერი დაადასტურა!
პაულო დიბალა “რომას” ღირსებას დაიცავს. გაფორმებული ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია “ჯალოროსიმ” ოფიციალურად დაადასტურა. რომაული კლუბის Twitter-ის გვერდზე პოსტი გავრცელდა, რომელშიც არგენტინელი ვარსკვლავი 21-ნომრიანი მაისურით პოზირებს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიბალა ლეგენდარული ფრანჩესკო ტოტის 10-ნომრიან მაისურს მოირგებდა. გავრცელებული ინფორმაციით, პაულო დიბალამ რომაულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და “რომას” ღირსებას 2025 წლის ივნისამდე დაიცავს. გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, არგენტინელი […]
ფაბრიციო რომანო: პაულო დიბალა რომას ფეხბურთელია!
გავლენიანი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პაულო დიბალა რომაული გრანდის ღირსებას დაიცავს. რომანოს მტკიცებით, დიბალას ტრანსფერში გადამწყვეტი როლი ჟოზე მოურინიომ ითამაშა, რომელმაც არგენტინელ ვარსკვლავს პირადად დაურეკა და “რომას” სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. მოურინიოსა და დიბალას შორის შემდგარი საუბრის შემდეგ, ამ უკანასკნელმა “ჯალოროსის” რიგებში ასპარეზობის სურვილი გამოთქვა. პაულო დიბალა რომაულ კლუბთან 3-წლიან […]
,,ბარსელონასა” და ,,რომას” შორის გამპერის თასის შეხვედრა აღარ შედგება. ინფორმაციას კატალონიური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს: ,,ბარსელონა აცხადებს, რომ რომამ, ცალმხრივად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, შეთანხმებულ კონტრაქტზე უარი თქვა და 6 აგვისტოს გამპერის თასის შეხვედრა მათთან აღარ გაიმართება. კლუბი ახალი მეტოქის მოძიებაზე უკვე მუშაობს. მომდევნო 24 საათში მაყურებლებს ბილეთებში გადახდილი თანხა დაუბრუნდებათ. კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, რომ […]
იტალიის ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი მშობლიური ქალაქის მერი გახდა
“რომასა” და იტალიის ნაკრების ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი, დამიანო ტომასი მშობლიური ქალაქის, ვერონას მერი გახდა. 48 წლის იტალიელმა, რომელიც თავის პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერას სწორედ “ვერონაში” იწყებდა, არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მიიღო და მეორე ტურში, წინამორბედი ფედერიკო სბოარინა დაამარცხა. ყოფილმა ფეხბურთელმა ხმების 54.4% მოაგროვა და ეს გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. დამიანო ტომასი არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით დარეგისტრირდა, მეორე ტურში […]
მოურინიო: ,,ტიტულების მოსაპოვებლად 5 წელი არასდროს მჭირდებოდა”
,,რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, განმარტა თუ რატომ იყო მისი კარიერა ყველა ქვეყანაში წარმატებული: ,,პორტუგალიაში, ინგლისში, იტალიასა და ესპანეთში ყოველთვის ძალიან სწრაფად ვიმარჯვებდი. ტიტულების მოსაპოვებლად 5 წელი არ მჭირდებოდა. ყველაფერი მაშინვე ხდებოდა, პირველ ან მაქსიმუმ მეორე სეზონში. ვფიქრობ, ეს იმის დამსახურებაა, რომ ვცდილობდი, ჩემი გუნდებისთვის გამეგო. გამუდმებით ვსწავლობდი. ვცდილობდი, პრაქტიკაში გამომეყენებინა ჩემი აზრები, მაგრამ, ამავდროულად […]
ოფიციალურად: მატიჩი რომას ფეხბურთელია
ნემანია მატიჩი კარიერას “რომაში” გააგრძელებს. ტრანსფერი იტალიურმა კლუბმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა. სერბი ნახევარმცველი ჟოზე მოურინიოს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მატიჩს “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი ახლახანს ამოეწურა. ცნობილია, რომ მხარეებს შორის 1-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ მატიჩი მოურინიოს საყვარელი ფეხბურთელია. ნემანიასთან ერთად პორტუგალიელს ჯერ “ჩელსიში”, შემდეგ კი “იუნაიტედში” უმუშავია. ახალ გუნდში მატიჩი 21-ნორმიანი მაისურით იასპარეზებს. 33 […]