იტალიის სერია A-ს მეორე ტურში ,,რომამ” ,,კრემონეზეს” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. მატჩში, სტუმართა შემადგენლობაში, ქართველი მცველის, ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი შედგა. 24 წლის ფეხბურთელმა 85 წუთი ითამაშა და Sofascore.com-ისგან 7.6-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც მის გუნდში მეორე საუკეთესო შედეგი იყო. ვებგვერდმა ,,კრემონეზეს” შემადგენლობაში ლოჩოშვილზე მაღალი შეფასება მხოლოდ მეკარეს, ანდრეი რადუს დაუწერა. ლუკამ მეტოქეს ბურთი 6-ჯერ აართვა, 11-დან […]