10 წლის წინ ჩელსიმ ლუტონიდან 3 ძმა შეიძინა – სად არიან ახლა ისინი?!
ზუსტად 10 წლის წინ, 2012 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, ლონდონის “ჩელსიმ” “ლუტონიდან” 3 ძმა შეიძინა. ამ ტრანსფერში პირადად ლონდონური კლუბის მფლობელი – რომან აბრამოვიჩი მონაწილეობდა, რომელმაც მაშინ განაცხადა: “ეს ბიჭები ისეთი ფეხბურთელები გაიზრდებიან, რომლებიც ჩვენი კლუბის ისტორიას დაწერენ”. სამი ძმიდან ორნი: რიო და კოული ტყუპები, 12 წლის ბავშვები იყვნენ, მესამე, უფროსი ძმა ჯეი კი 13 […]
ლონდონის ჩელსიში ცვლილებები იწყება: რუსმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა
ლონდონის “ჩელსიში” ახალი ეპოქა იწყება. თითქმის 20-წლიანი მმართველობისა და მფლობელობის შემდეგ, რუსმა ბიზნესმენმა, რომან აბრამოვიჩმა კლუბი სანქციების შემდეგ დატოვა. ახალი მფლობელი ტოდ ბოელი იქნება, რომელიც ამერიკელი ბიზნესმენი და ინვესტრორი გახლავთ და ცნობილია როგორც ფილანტროპი. ცხადია, მთავარი მმართველის შეცვლას, ხელმძღვანელობაში და სხვადასხვა რგოლებში ცვლილებებიც მოჰყვება. პირველი სტრატეგიული პოზიცია, რომელზეც უკვე ცვლილება განხორციელდა, გენერალური დირექტორის თანამდებობაა. ეროვნებით რუსმა მარინა […]
დიდი ბრიტანეთის მთავრობის თანხმობის შედეგად, ლონდონის “ჩელსის” ახალი მფლობელი ჰყავს – რომან აბრამოვიჩის ყოფილ კლუბს ტოდ ბოელის კონსორციუმი უხელმძღვანელებს. რუსეთის უკრაინაში უკანონოდ შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციათა პაკეტი შეიმუშავა, რომელიც რომან აბრამოვიჩზეც გავრცელდა. შედეგად, ჩუკოტკის ყოფილ გუბერნატორსა და ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ აბრამოვიჩს, გუნდის გაყიდვა მოუწია. ლონდონური კლუბის შეძენა არაერთ […]
ჰამილტონი და სერენა უილიამსი ჩელსის მეწილეები გახდებიან
F1-ის 7-გზის ჩემპიონი და დიდი სლემის 23-გზის გამარჯვებული, სერენა უილიამსი, ლონდონის “ჩელსის” მეწილეები გახდებიან – Sky Sports-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ისინი სერ მარტინ ბრაუტონის კონსორციუმში £20 მილიონის ინვესტიციას განახორციელებენ. ბრაუტონის კონსორციუმი “ჩელსის” შეძენის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, კლუბის შესაძენი სავარაუდო ფასი კი £2.5 მილიარდია. თავად ბრაუტონი, British Airwaus-ისა და “ლივერპულის” ყოფილი ხელმძღვანელია. ცნობილია, რომ ბრიტანელი ბიზნესმენი სპორტსმენებთან […]
რომან აბრამოვიჩმა თურქული კლუბი შეიძინა
ბრიტანეთში არსებული სანქციების ფონზე, რომან აბრამოვიჩმა თურქული კლუბი, “გიოზთეპე” შეიძინა. ინფორმაციას თურქული მედია ადასტურებს, ოფიციალური განცხადება კი პარასკევს გაკეთდება. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ რუს ოლიგარქებს დიდ ბრიტანეთში მკაცრი სანქციები შეეხო, რის შედეგადაც, აბრამოვიჩმა “ჩელსიზე” კონტროლი სრულად დაკარგა. ლონდონური კლუბის 19-წლიანი მფლობელობის უფლების ჩამორთმევის შემდეგ, მოულოდნელად, თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩუკოტკის ყოფილმა […]
რუსეთის აგრესიის გამო დაწესებულმა სანქციებმა რომან აბრამოვიჩს დიდი ზიანი მიაყენა. ლონდონის “ჩელსის” ყოფილი მფლობელი Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ, საფეხბურთო კლუბების ყველაზე მდიდარი მფლობელების სიაში აღარ არის. რუსი ოლიგარქის ქონება ომის დაწყების შემდეგ საგრძნობლად შემცირდა. 24 თებერვლამდე მისი კაპიტალი 15 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, ახლა ის 6,9 მილიარდია. აბრამოვიჩი რუსეთის უმდიდრეს ოლიგარქებს შორის მე-12-დან მე-17 ადგილზე დაქვეითდა. […]
ჩელსიმ საუდის არაბეთიდან 3.2 მილიარდიანი შეთავაზება მიიღო
ლონდონის “ჩელსიმ” საუდის მედია ჯგუფისგან 3.2 მილიარდიანი შეთავაზება მიიღო. CBS Sports-ის რორტიორი ბენ ჯეიკობსი იტყობინება, რომ საუდის მედია ჯგუფმა მას შემდეგ გააკეთა დიდი შეთავაზება, რაც რუსმა ბიზნესმენმა, რომან აბრამოვიჩმა ბრიტანული გრანდის გაყიდვა განიზრახა. როგორც ინგლისში ამბობენ, მოჰამედ ალხერეიჯი არის “ჩელსის” გულშემატკივარი და ხელმძღვანელობს კერძო კომპანიას, რომელსაც არ აქვს პირდაპირი სამთავრობო კავშირები. ინგლისელი ჟურნალისტი ამბობს, რომ არსებობს მხარდაჭერა მოჰამედ […]
ჩეხი | არ ვიცი სეზონის დასრულებას თუ შევძლებთ
“ჩელსის” ყოფილი კიპერი – პეტრ ჩეხი აღნიშნავს, რომ არ იცის ლონდონური კლუბი მიმდინარე სეზონის დასრულებას შეძლებს თუ არა. ჩეხის მტკიცებით “არისტოკრატები” რთულ პირობებში იმყოფებიან. რუსეთის ბარბაროსული ქმედებებისა და მეზობელ უკრაინაში ომის დაწყების გამო, ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუს მილიარდერ – რომან აბრამოვიჩის სანქციები დაუწესა. აღნიშნულიდან გამომდინარე “ჩელსის” მომავალი უცნობია. პრემიერლიგის გრანდს სპეციალური ნებართვა მიეცა, რათა ფეხბურთთან დაკავშირებული […]
რომან აბრამოვიჩი ჩელსის ხელმძღვანელის პოსტიდან მოხსნეს
დიდი ბრიტანეთის მიერ რომან აბრამოვიჩის მიმართ დაწესებული სანქციების გამო, პრემიერლიგამ რუსი მილიარდერი ,,ჩელსის” ხელმძღვანელის პოსტიდან მოხსნა. 10 მარტს, ვლადიმერ პუტინთან კავშირისთვის, ბრიტანეთის მთავრობამ აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა. სასჯელი ,,ჩელსისაც” შეეხო – ლონდონური გუნდი საშინაო მატჩებზე ბილეთებს ვერ გაყიდის და შეხვედრებს მხოლოდ ის გულშემატკივრები დაესწრებიან, ვისაც სეზონური აბონიმენტი აქვთ ნაყიდი. გარდა ამისა, კლუბი ვერც ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვას შეძლებს. […]
ტომას ტუხელი: “საფეხბურთო პრობლემები არ გვაქვს, მაგრამ სიტუაცია შეიძლება შიეცვალოს”
ლონდონის “ჩელსის” მიმართ წაყენებული სანქციების შემდეგ, რაც კლუბის მფლობელის, რუსი ბიზნესმენის, რომან აბრამოვიჩის ბრიტანული აქტივების გაყინვამ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა. “ჯერჯერობით არაფრის თქმა შემიძლია, ვერ გეტყვით შეშფოთებული ვარ თუ არა. სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება, ასე რომ ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. მე მაინც ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და მიხარია, რომ ძლიერი საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი ვარ. […]
რა გავლენას იქონიებს აბრამოვიჩის სანქციები ჩელსის ევროპულ მომავალზე?
მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის მთავრობამ რუს ბიზნესმენს, რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა, რომელიც ლონდონის “ჩელსის” მფლობელობაზეც ვრცელდება, “არისტოკრატებს” სერიოზული საფრთხეების ქვეშ აყენებს. იმ აკრძალვებსა და შეზღუდვებს შორის, რომელიც “ლურჯებს” შეეხებათ ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ის ლიმიტი გახლავთ, რომელიც კლუბს გასვლითი შეხვედრების დროს, საერთო ხარჯების 20 000 ფუნტ სტერლინგში ჩატევას გულისხმობს, რაც ევროში დაახლოებით 24 000-ს უდრის. ეს […]
დიდმა ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩს აქტივები გაუყინა
ოფიციალური ინფორმაციით, დიდმა ბრიტანეთმა 7 რუს ბიზნესმენს აქტივები გაუყინა. სანქციები რომან აბრამოვიჩზე, იგორ სეჩინზე, ოლეგ დერიპასკაზე, ანდეი კოსტინზე, ალექსეი მილერზე, ნიკოლაი ტოკარევსა და დიმიტრი ლებედევზე გავრცელდა. პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის შეფასებით, ”ბრიტანეთი არ შეიძლება იყოს უსაფრთხო თავშესაფარი მათთვის, ვინც მხარს უჭერდა პუტინის სასტიკი თავდასხმას უკრაინაზე. დღევანდელი სანქციები წარმოადგენს მორიგ ნაბიჯს უკრაინელი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვიქნებით […]