ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები თითოეული პოზიციის მიხედვით
იტალიის სერია A-ს მე-17 ტურის შეხვედრაში, ტურინის “იუვენტუსმა” “სასუოლო” ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მატჩში ბოლო გოლის ავტორი კრიშტიანუ რონალდუ გახდა, რომელმაც მოდენელთა კარი შეხვედრის 92-ე წუთზე აიღო და ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური მიღწევა გაიმეორა – მან ავსტრიელ იოზეფ ბიკანთან ერთად ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი – 759 გოლი დააგროვა. უკვე ვიცით კიდევ ერთი გოლის გატანის შემთხვევაში, კრიშტიანუ რონალდუ […]
ოფიციალურად | ბარსელონამ რონალდ კუმანი გაათავისუფლა
რონალდ კუმანის დრო “ბარსელონაში” ამოიწურა: წარუმატებელი შედეგებისა და უსახური ფეხბურთის ფონზე, ნიდერლანდელი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. კუმანმა, რომელიც გუნდის ერთ-ერთ ლეგენდად ითვლება, 2020/21 წლების სეზონში გუნდის რეაბილიტაცია ვერ შეძლო. Crazy Bugs is a fun game filled with cute creatures and a range https://starlitenewsng.com/uptown-aces-casino-no-deposit-codes/ of exciting theme-related features. მისი გათავისუფლების საბაბი მადრიდის “რეალთან” და “რაიო […]
ჰოლანდიური მედია: კუმანი ნაკრებს ტოვებს და ბარსელონაში მიდის
ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, რონალდ კუმანი, “ბარსელონასთან” მოლაპარაკებას აწარმოებს: ცნობილია, რომ ორ მხარეს შორის მოლაპარაკება 3-წლიან კონტრაქტს შეეხება. როგორც ჰოლანდიურ მედიაში ვკითხულობთ, რონალდ კუმანს ეროვნულ ნაკრებთან გაფორმებულ კონტრაქტში ერთი პუნქტი აქვს ჩადებული: “ბარსელონას” ყოფილ ფეხბურთელს ნაკრებთან კონტრაქტის გაწყვეტა და “ბლაუგრანაში” გადასვლა ნებისმიერ წამს შეუძლია. კუმანი “ბარსელონაში” 1989-1995 წლებში თამაშობდა და იოჰან კრუიფის “საოცნებო გუნდის” წევრი […]
პეპ გვარდიოლამ ლიონელ მესის მომავალზე ისაუბრა
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის შემდეგ, რომელშიც “მანჩესტერ სიტიმ” “პარი სენ-ჟერმენი” სტუმრად – 2:1 დაამარცხა, ინგლისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე სხვა საკითხებთან ერთად, თავისი ყოფილი გუნდის, “ბარსელონას” კაპიტნის, ლიონელ მესის კარიერული მომავლის შესახებაც ისაუბრა. “მესი “ბარსელონაზე” უკეთეს სახლს ვერ იპოვის. ერთადერთი, რაც უნდა გაკეთდეს, არის დაბრუნება იმ საწყისებთან, რაც კლუბს განსაკუთრებულს და გამორჩეულს ხდის“, […]
რონალდ კუმანის მთავარი სამიზნე “ლივერპულის” ვარსკვლავია
12 სექტემბერს გამართულ შეხვედრაში “ლივერპულმა” “ლიდს იუნაიტედს” უმასპინძლა და ანგარიშით 4:3 იმარჯვა. აღნიშნულ შეხვედრაში “ლივერპულის” ეგვიპტელმა შემტევმა 3 გოლის გატანა შეძლო, მათ შორის იყო 88-ე წუთზე სალაჰის მიერ გატანილი გამარჯვების თერთმეტმეტრიანი. თუ ბოლოდროინდელ ინფორმაციას დავუჯერებთ, “ლიდსის” წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი შეიძლება ერთ-ერთი ბოლო აღმოჩნდეს, როცა სალაჰს წითელ მაისურში ვხედავთ. ესპანური გამოცემა AS-ის თანახმად, მოჰამედ სალაჰი ამ […]
რონალდ კუმანი: “მესამე გოლამდე კარგად ვთამაშობდით”
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, “ბარსელონამ” ლისაბონის “ბენფიკასთან” სტუმრად – 0:3 წააგო და აღნიშნულ ტურნირზე გამოსვლის ისტორიაში ყველაზე სუსტი თამაში აჩვენა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა კომენტარი გააკეთა. “ვგრძნობ, რომ ჩემი ფეხბურთელები მხარს მიჭერენ. მათგან ასეთ დამოკიდებულებას ვღებულობ. მე მხოლოდ გუნდთან მუშაობის შესახებ კომენტარის გაკეთება შემიძლია. დანარჩენი საკითხების შესახებ, […]
მესიმ შესაძლოა ფინალი გამოტოვოს – არგენტინელის მდგომარეობა სათუოა
ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი არ არის დარწმუნებული, შეძლებს თუ არა გუნდის კაპიტანი ლიონელ მესი ესპანეთის სუპერთასის ფინალში მონაწილეობის მიღებას. “რაც შეეხება მესის, კიდევ რამდენიმე დღე უნდა დაველოდოთ ზუსტ პასუხს”, – თქვა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა. არგენტინელმა თავდამსხმელმა უკვე გამოტოვა ტურნირის ნახევარფინალური შეხვედრა “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ, რომელიც ფრედ – 1:1 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში გამარჯვება კატალონიურმა გრანდმა […]
სკაუტის მოხსენება 14 წლის ჩავის შესახებ: მონაცემები, რომელიც ადასტურებდა, რომ ბიჭი ვარსკვლავი გახდებოდა
“ბარსელონას” ხელმძღვანელობამ მთავარი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან, რონალდ კუმანი გაათავისუფლა. კატალონიური გრანდის ამ ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად ერთბაშად რამდენიმე სპეციალისტი განიხილება, თუმცა ყველაზე დიდ შანსებს ექსპერტები გუნდის ლეგენდარულ ნახევარმცველს, ჩავი ერნანდესს ანიჭებენ. იქამდე, ვიდრე მედიაში აქტიურად გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალური გახდება, საინტერესო მასალები ვრცელდება, რომელშიც 14 წლის ასაკში მყოფი ჩავის შესახებ “ბარსელონას” ერთ-ერთი სკაუტი ანგარიშის აქვეყნებს და მომავლის სუპერვარსკვლავის მონაცემებს […]
ეტო’ო: “თუკი მესი წავა, ბარსელონას სახელი უნდა შევუცვალოთ”
“ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელის, კამერუნელი სამუელ ეტო’ოს განცხადებით, “ბლაუგრანას” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის გუნდიდან წასვლა გუნდის ისტორიაში შავ ლაქად შევა, რომელსაც ფეხბურთის გულშემატკივრები ვერასოდეს დაივიწყებენ. “მესის წასვლის შემთხვევაში, “ბარსელონას” სახელი უნდა შევუცვალოთ. მესი და “ბარსელონა” ორი განუყოფელი ნაწილია,” ამბობს კამერუნელი ფორვარდი, რომელიც “კამპ ნოუზე” 2004–2009 წლებში თამაშობდა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა და გუნდის ლეგენდამ კარიერა “ბარსელონას” აკადემიაში დაიწყო. […]
რონალდ კუმანი გრანადასთან მატჩში გააძევეს (ვიდეო)
არტურო ვიდალმა ბარსელონასგან კომპენსაციის მიღებაზე უარი თქვა
“ბარსელონას” ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა 6.5 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის მიღებაზე უარი თქვა, რომელიც მან კლუბის ინიციატივით ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისთვის უნდა მიიღოს. წყაროს ცნობით, ფეხბურთელის მთავარი მიზანია, რომ მილანის “ინტერში” რაც შეიძლება მალე გადავიდეს, მას პროცესის გაჭიანურება არ სურს და კოპმენსაციაზეც სწორედ ამიტომ ამბობს უარს. ყველაფრის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ჩილელი “ნერაძურის” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. […]
კუმანი: “ბარსელონა ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს”
28-29 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე წრის შეხვედრები გაიმართა. ჯგუფური ეტაპის მეორე წრე საკმაოდ საინტერესო მატჩებით იყო დაკომპლექტებული და შეიძლება ითქვას, რომ მეტწილად სანახაობრივი შეხვედრებიც ვიხილეთ. “ბარსელონას”, რომელსაც პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე “ბაიერნის” წინააღმდეგ 0:3 ჰქონდა წაგებული და ამავდროულად კარში ერთი ზუსტი დარტყმაც კი არ ჰქონდა, მეორე წრის შეხვედრა “ბენფიკას” წინააღმდეგ პორტუგალიაში მოუწია. საყურადღებოა, […]