“წარმატებები რონალდ” – არველაძე კუმანს ულოცავს
რონალდ კუმანი დღეს “ბარსელონას” მწვრთნელი ოფიციალურად გახდა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა პოსტზე კიკე სეტიენი ჩაანაცვლა. კუმანის კატალონიელთა მწვრთნელად დანიშვნას სოციალურ ქსელში გამოყვეყნებული პოსტით ეხმაურება შოთა არველაძე. “ვულოცავ რონალდ კუმანს ბარსელონას მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნას. წარმატებები, რონალდ,” – წერს არველაძე. View this post on Instagram Congratulations to @ronaldkoeman on being appointed head coach of Barcelona! 👏 […]
კუმანი 2-მატჩიან დისკვალიფიკაციაზე: ,,ეს გადაწყვეტილება პირადულია”
კატალონიის ,,ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი ,,გრანადასთან” მატჩში მსაჯის შეურაცხყოფისთვის მიღებულ 2-მატჩიან დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა: ,,ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება პირადულია, რადგან ჩემი სიტყვები შეურაცხმყოფელი არ ყოფილა. ეს არ არის მიზეზი იმისთვის, რომ ადამიანი 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. აქ რაღაც სხვა ხდება,” – კუმანის სიტყვებს მარკა ციტირებს. ,,ბარსელონამ” სადისციპლინო კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ორჯერ გაასაჩივრა, თუმცა გუნდის აპელაცია არცერთ […]
რონალდ კუმანი: “მე ჯერ მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელების შერჩევა მევალება”
“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, უნგრელ “ფერენცვაროშთან” საშინაო გამარჯვების (5: 1) შემდეგ, კომენტარი გააკეთა. “საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ: “ბარსელონას” თამაშით, გატანილი ხუთი გოლით და მოპოვებული ქულებით. ჩვენი კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, რომლებსაც ამ დონის ტურნირებში სათამაშო წუთები სჭირდებათ, კარგი გამოცდილება მიიღეს. ტრინკაომ ბევრი პრობლემა შეუქმნა მეტოქის დაცვას, დემბელე თამაშში […]
ვინ არის დამნაშავე? – ლუის სუარესმა ბარსელონას დატოვების მიზეზებზე ისაუბრა
მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა “ბარსელონადან” წასვლის მიზეზებზე კიდევ ერთხელ, უფრო დეტალურად ისაუბრა და ამ საკითხში კლუბის ყოფილი პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ და მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი დაადანაშაულა. ამასთან ერთად, 34 წლის ფეხბურთელმა კატალონიურ გრანდში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებაც ისაუბრა. “ჩავის შესაძლო ჩამოსვლა კლუბში? მე ვფიქრობ, რომ ჯობია ის ამისთვის შესაფერის მომენტს დაელოდოს. მგონია, რომ ახლა არ […]
ღიმილი სახეზე – კუმანის დამოკიდებულებამ ბარსას ფანები გააბრაზა (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ბარსელონა” შინ “პსჟ”-სთან დიდი ანგარიშით, 1:4 დამარცხდა. ამ წაგებით რონალდ კუმანის გუნდს შემდეგ რაუნდში გასასვლელად მიზერული შანსები დარჩა. პარიზულ კლუბთან გუშინდელი დაპირისპირების დასრულების შემდეგ, კამერებმა კუმანი საინტერესო მდგომარეობაში დააფიქსირეს. ნიდერლანდელი სპეციალისტი “პსჟ”-ს ნახევარმცველს იდრისა გეიეს თბილად შეხვდა და, ასეთი მარცხის მიუხედავად, რონალდი სახეზე ღიმილს ვერ იკავებდა. მთავარი მწვრთნელის […]
ვან გაალმა ნიდერლანდების ნაკრები დატოვა, გუნდი კუმანმა ჩაიბარა
მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ, ლუი ვან გაალმა ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. როგორც აპრილში იყო გადაწყვეტილი, ,,ნარინჯისფრების” ახალ მთავარ მწვრთნელად რონალდ კუმანი დაინიშნა. 59 წლის სპეციალისტი ეროვნულ გუნდს 2018-2020 წლებშიც წვრთნიდა, ბოლოს კი კატალონიის ,,ბარსელონაში” მუშაობდა. რაც შეეხება ვან გაალს, მან ნიდერლანდები მესამედ გასული წლის აგვისტოში ჩაიბარა. მისი ნაკრები გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში […]
ბარსელონაში კუმანის ერთ-ერთი ასისტენტი – ჰენრიკ ლარსონი იქნება
ბოლო დღეების განმავლობაში, ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია “ბარსელონას” ვებ-გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა – რონალდ კუმანი კატალონიური კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ნიდერლანდების ნაკრების თავკაცმა “ბლაუგრანასთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. რამდენიმე წუთის წინ კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ რონალდ კუმანის ერთ-ერთი ასისტენტი, “ბარსელონას” ყოფილი და შვედეთის ნაკრების ლეგენდარული თავდამსხმელი – ჰენრიკ ლარსონი იქნება. OFFICIAL: Former Barca forward Henrik Larsson has returned as […]
ევრო 2020: ყველაფერი, რაც ნიდერლანდების ნაკრების შესახებ უნდა ვიცოდეთ
პროფილი ნიდერლანდების სამეფო ფეხბურთის ასოციაცია დაარსდა: 1889 წლის 8 დეკემბერს ფიფას წევრი: 1904 წლის 21 მაისიდან უეფას წევრი: 1954 წლის 15 ივნისიდან პრეზიდენტი: იუსტ სპი ფიფას რეიტინგი: 16 (2021 წლის 27 მაისიდან) უმაღლესი რეიტინგი: 1 (2011 წლის აგვისტო) ყველაზე ცუდი შედეგი რეიტინგში: 36 (2017 წლის აგვისტო) საშინაო არენა: იოჰან კრუიფ არენა (ამსტერდამი, 53 320), დე […]
მემფის დეპაიმ გოლი ვირჯილ ვან დაიკს მიუძღვნა (ვიდეო)
ბარსელონას ფეხბურთელებმა არ იცოდნენ რომ გუნდი ბენფიკასთან 3-5-2 ტაქტიკით ითამაშებდა
ესპანელი ჟურნალისტის, ტონი ხუანმარტის თქმით, “ბარსელონას” ფეხბურთელების უმეტესობამ არ იცოდა, თუ რა ტაქტიკით ითამაშებდა გუნდი “ბენფიკასთან”. როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში კატალონიელები სტუმრად “ბენფიკასთან” 3:0 ისე დამარცხდნენ, რომ კარში ზუსტად არც დაურტყამთ. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა, რონალდ კუმანმა აღნიშნული შეხვედრისთვის გუნდი მოედანზე 3-5-2 ტაქტიკით გაიყვანა. ისე აღნოჩნდა, რომ ფეხბურთელებს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და შესაბამისად, […]
“ხელიდან დიდი შესაძლებლობა გავუშვით”,- კუმანი კადისთან ფრის შემდეგ
ლალიგის 24-ე ტურში კატალონიის “ბარსელონამ” “კადისს” უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. “ბარსელონა” 32-ე წუთზე ლეო მესის მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით დაწინაურდა, “კადისმა” თამაშის გადარჩენა მატჩის მიწურულს 89-ე წუთზე შეძლო. მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა “კადისთან” დაკარგული 2 ქულის გამო იმედგაცრუება ვერ დამალა. ” გულდასაწყვეტია, ხელიდან დიდი შესაძლებლობა გავუშვით, […]
ბარსელონას 2 არჩევანი – ვინ არის პრიორიტეტი კლუბისთვის?
როგორც კლუბის და ესპანური მედიის წარმომადგენლები გვარწმუნებენ, “ბარსელონაში” მიდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს არაერთი ცვლილება იქნება. კატალონიურ კლუბს განსაკუთრებით თავდასხმის ხაზის გაძლიერება სურს, სადაც გუნდს ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს, ეს ხელმძღვანელობის სასურველი ლაუტარო მარტინესი და რონალდ კუმანის სასურველი მემფის დეპაი არიან. როგორც Marca წერს, პრიორიტეტი არგენტინელ ფორვარდია, ვინაიდან ის ლიონელ მესის მარტივად გაუგებს. 23 წლის […]