რუმინულმა გამოცემა „გაზეტა სპორტულმა“ რუმინეთი-საქართველოს მატჩთან დაკავშირებით საინტერესო ამბავი გაასაჯაროვა – რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციამ და პლოეშტის სტადიონის ადმინსიტრაციამ საქართველოს ნაკრებს სათანადო პირობები არ შეუქმნეს, რის გამოც მატჩის ჩაშლა რეალური იყო. ამავე დროს, სხვა საინტერესო ამბავიც ამოვიკითხეთ. 1. ქართველები მონდომებით ემზადებოდნენ, რუმინეთის ნახევარზე კი მოდუნებული ატმოსფერო იყო შესვენების დროს, როდესაც ანგარიში იყო 0:0, უზარმაზარი განსხვავება იყო ქართველი და რუმინელი სათადარიგოების მომზადებას შორის. ქართველები ფიზიკურად და […]