საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ივნისის თვეში გასამართი სანაკრებო შეხვედრებისთვის შერჩეული შემადგენლობის შესახებ, გუნდის სათამაშო ფორმისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ სასტუმრო შერატონში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “მე გადავწყვიტე, რომ ჩემს ასისტენტებთან ერთად საქართველოში ვიცხოვრო. არ ვაპირებ სასტუმროში დარჩენას, მინდა თბილისში სტაბილურად ვიყო და კარგად გავიცნო საქართველო თავისი კულტურით, ხალხით და ა.შ. სასურველია, რომ იმ […]