ვეტერანმა უკრაინელმა მცველმა, დმიტრო ჩიგრინსკიმ, მის სამშობლოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა. „ზოგადად, სიტუაცია მარტივია: ჩვენ ვართ თავისუფალი ქვეყანა, რომელსაც თავს ესხმიან. ისინი ანადგურებენ ჩვენს სამყაროს, ჩვენს ერს. ამ დღეებში ჩემს სამშობლოში, უკრაინაში, ყველა ჩემი ძმაა და როცა ვხედავ, რომ ვიღაც კვდება ყოველდღე, რაღაც კვდება, შიგნით. უკრაინაში ყველა მძიმე მდგომარეობაშია. ახლა იმაზე მეტად ვამაყობ, რომ უკრაინელი […]
რობერტ ლევანდოვსკიმ Huawei-სთან, რომელიც რუსეთს ეხმარება, კონტრაქტი გაწყვიტა
მიუნხენის “ბაიერნის” და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ჩინურ კომპანია “ჰუავეისთან” სასპონსორო ხელშეკრულება შეწყვიტა. აღნიშნული ინფორმაცია 33 წლის ფეხბურთელის აგენტმაც დაადასტურა. საქმე ისაა, რომ ჩინური კომპანია უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო აგრესიის დროს რუსეთის ფედერაციას ტექნიკური სახის მხარდაჭერას უცხადებს. Huawei-ს რუსებისთვის ელექტრონული აღჭურვილობა უნდა მიეწოდებინა და დახმარებოდა მათ დასავლელი ჰაკერების მიერ განხორციელებულ კიბერშეტევებთან ბრძოლაში. ლევანდოვსკიმ უკრაინას ბოლო დღეების განმავლობაში […]
უპრეცენდენტო შემთხვევა – უკრაინის გამო ინგლისში საფეხბურთო წესს ცვლიან
რუსეთის ფედერაციის მიერ, უკრაინის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ, ინგლისის პრემიერ ლიგაში საფეხბურთო წესებში დროებითი ცვლილება შევიდა. კონკრეტულად, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ფეხბურთელი თამაშის მიმდინარეობის დროს უკრაინის მხარდამჭერ ჟესტს გამოხატავს, იგი ყვითელი ბარათით არ დაისჯება, როგორც ეს გატანილი გოლის შემდეგ მაისურის გახდის ტრადიციის შემთხვევაში ხდება ხოლმე. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მსაჯებს აქვთ უფლება, უკრაინის მიმართ […]
უეფა რუსი მსაჯების ევროპული ტურნირებიდან მოკვეთას აპირებს
ევროპულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, რომელსაც უკრაინის საფეხბურთო ასოციაციაც სოციალურ ქსელში ადასტურებს, რუსულ მსაჯებს უეფას ტურნირებზე მუშაობა აეკრძალებათ. ინფორმაცია ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, თუმცა მედიაში ამაზე საკმაოდ ბევრს საუბრობენ. აქამდე, უეფამ გადაწყვიტა, რომ უეფას ეგიდით ორგანიზებულ ტურნირებზე რუსულ კლუბებსა და ნაკრებებს მონაწილეობის უფლება არ ექნებათ, მსაჯთა შეზღუდვა კი ფაქტობრივად, რუსეთის ორგანიზაციიდან საბოლოო […]
უკრაინაში დაბომბვას საფეხბურთო სტადიონი ემსხვერპლა
უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიმდინარე სამხედრო აგრესიას ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან ერთად, ისტორიული ინფრასტრუქტურაც ეწირება. უკრაინული სპორტული მედიის ინფორმაციით, ჩერნიგოვში, რომელიც სამხედრო დაპირისპირების ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია, საფეხბურთო კლუბ “დესნას” სტადიონის ნაწილი განადგურდა. სტადიონი, რომელიც ცნობილი საბჭოთა ასტრონავტის, იური გაგარინის სახელს ატარებს, დაზიანებულია. კერძოდ, მისი აღმოსავლეთ ტრიბუნა საარტილერიო დაბომბვის შედეგად განადგურდა. რეგიონის მთავარი სპორტული […]