28-29 ოქტომბერს, ბოსნია&ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში, 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას 13 სპორტსმენი დაიცავს. 13 სპორტსმენიდან 9 მამაკაცია, 4 კი ქალი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტრავმის შემდეგ ტატამზე ვლადიმერ ახალკაცი და საბა ინანეიშვილი ბრუნდებიან, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ბაქოს გრანდ სლემზეც იასპარეზებენ. შემადგენლობა -73 კგ: მიხეილ ბახბახიშვილი, გიორგი ჩიხელიძე -81 კგ: ვლადიმერ ახალკაცი, […]