“გუნდის დატოვება ძალიან რთულია” – ლობჟანიძე რანდერსს დაემშვიდობა
საბა ლობჟანიძემ “რანდერსი” დატოვა. 25 წლის ფეხბურთელმა დანიაში გატარებული 3 სეზონის განმავლობაში 32 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების წევრი კარიერას “ანკარაგიუჯუში” გააგრძელებს, რომელიც თურქეთის 18-გუნდიან სუპერლიგაში 17-ე პოზიციაზეა. საბა ლობჟანიძე “რანდერსს” სოციალური ქსელის მეშვეობით დაემშვიდობა: “ყველაფერი 2.5 წლის წინ დაიწყო. ამ კლუბმა ჩემს საფეხბურთო ასპექტებსა და ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ადვილი არის […]
“ეს არ მაკმაყოფილებს, მინდა გუნდისთვის უფრო პროდუქტიული გავხდე”- საბა ლობჟანიძის ემოციები გალათასარაისთან გოლის შემდეგ
თურქეთის სუპერლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში, “ანკარაგიუჯუმ” საშინაო არენაზე, “გალათასარაი” – 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლის ავტორი საქართველოს ნაკრების შემტევი საბა ლობჟანიძე აღმოჩნდა, რომელმაც 55-ე წუთზე, მეტოქის კარი ბრწყინვალე მოძრაობით აიღო. მატჩის შემდეგ, 26 წლის თავდამსხმელმა Live.ge-სთან გატანილი გოლის ემოციებზე და მიმდინარე სეზონზე ისაუბრა. “უდიდესი ემოცია მაქვს. ისეთ გუნდთან, როგორიც “გალათასარაია” და ისეთ მეკარესთან, როგორიც ფერნანდო მუსლერაა, გოლის […]
“თურქეთი დანიაზე მაღლა დგას” – თურქული გამოცემის ინტერვიუ ლობჟანიძესთან
“ანკარაგიუჯუ” თურქეთის ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ გავარდნის ერთ-ერთი პირველი კანდიდატი იყო, თუმცა სატრანსფერო ბანის მოხსნის შემდეგ, ზამთარში გუნდმა 15 ახალი ფეხბურთელი დაიმატა, მათ შორის საბა ლობჟანიძე და სატურნირო ცხრილში პროგრესი დაიწყო. დედაქალაქელებმა ჩემპიონატის განახლების შემდეგ 2 მატჩი მოიგეს, ერთი კი ფრედ დაასრულეს. ქართველმა ახალწვეულმა ყველა მათგანში ითამაშა და ბოლოს, “ფენერბახჩესთან” 2:0 გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედიც […]
,,შეძლებენ საბა ლობჟანიძე და ჰატაისპორი სენსაციური ამბის დასრულებას?” – FIFA.com
თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში წარმატებით ასპარეზობს ,,ჰატაისპორი”, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, საბა ლობჟანიძე თამაშობს. დღეს თურქულმა გუნდმა ,,ბეშიქთაშს” უმასპინძლა და ქართველი ფეხბურთელის გოლით 1:0 დაამარცხა. ,,ჰატაისპორის” ბოლოდროინდელ შედეგებს ფიფას ტვიტერის ოფიციალური გვერდი გამოეხმაურა. FIFA.com-ის პოსტში საბა ლობჟანიძეცაა ნახსენები: 2007/08 წლების სეზონი: დაქვეითდა თურქეთის მოყვარულთა ლიგაში. 2019/20 წლების სეზონი: პირველად ისტორიაში სუპერლიგაში დაწინაურდა 2021/22 წლების […]
6 ტურის შემდეგ, თურქეთის ჩემპიონატში ყველაზე მეტ გოლში მონაწილეობა საბა ლობჟანიძემ მიიღო
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, საბა ლობჟანიძე 2021/22 საკლუბო სეზონს შესანიშნავად იწყებს. “ჰატაისპორის” ქართველი შემტევის აქტივში თურქეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 5 შეხვედრაში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. ლობჟანიძესთან ერთად, კარგ ფორმაშია უშუალოდ გუნდიც, რომელსაც 6 ჩატარებული ტურის შემდეგ, ზედიზედ 4 გამარჯვების, 1 ფრის და 1 მარცხის შედეგად 13 ქულა აქვს და მესამე პოზიციას იკავებს. საინტერესოა, რომ […]
FIFA 22 – ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი ცნობილია
FIFA 22-ში ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი ცნობილია. ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ვიდეოთამაშში წელს 18 წარმომადგენელი გვეყოლება. FIFA 22-ში საუკეთესო ქართველი რეიტინგის მქონე ქართველი გიორგი მაკარიძეა. “ალმერიას” მეკარის მონაცემი 75-ია. მაკარიძის შემდგომ საბა ლობჟანიძე (72) მოდის. აღსანიშნავია, რომ “ჰათაისფორის” ფეხბურთელი ქართველებს შორის ყველაზე სწრაფია (88). გარდა ამისა, საბას სუსტი ფეხი მაქსიმალურ, 5 დონეზე აქვს. FIFA 22-ში ერთი ახალი […]
ბოსნიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ცნობილია
2022 წლის პირველი ამხანაგური შეხვედრას საქართველოს ნაკრები 25 მარტს გამართავს. “ჯვაროსნები” ბოსნიისა და ჰერცეგოვინის წინააღმდეგ სტუმრად, ქალაქ ზენიცაში ითამაშებენ. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საქართველოს პირველი არხის ეთერში იქნება შესაძლებელი. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე უკვე ცნობილია საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა, რომელიც ასე გამოიყურება: საქართველო: გიორგი ლორია – ოთარ კაკაბაძე, […]
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, რომელშიც “ჯვაროსნებმა” მეტოქე – 2:1 დაამარცხეს, ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა და მეორე გოლის ავტორმა, გიორგი აბურჯანიამ მატჩი შეაფასა და პირველი ემოციებიც გაამჟღავნა. “ეს გამარჯვება რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო. არამარტო მწვრთნელისთვის ასევე ჩვენთვის. ეს შედეგი მომავალი მატჩებისთვის თავდაჯერებას შეგვმატებს. ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლი ყველასთვის განსაკუთრებულია და ეს […]
გიორგი მამარდაშვილი საქართველოს 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
საქართველოს 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დასახელდა. ყოველწლიური ტრადიციული დაჯილდოება, რომელიც გაზეთ “სარბიელის” თაოსნობით ტარდება და რომელშიც ქართული სპორტული მედიის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას, ამჯერად 75 ჟურნალისტის გამოკითხვით შედგა და საბოლოო ჯამში, სამეული შემდეგნაირად დაკომპლექტდა: | ადგილი: გიორგი მამარდაშვილი – 163 ქულა || ადგილი: ხვიჩა კვარაცხელია – 153 ქულა ||| ადგილი: საბა ლობჟანიძე – […]
დანიური მედია: რანდერსმა ლობჟანიძის შემცვლელი იყიდა, საბა თურქეთში გადავა
საბა ლობჟანიძის მომავალი უახლოეს დღეებში გაირკვევა. ქართველი ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, იანვარში “რანდერსს” დატოვებს. დანიური მედია საბასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ “რანდერსმა” უკვე შეიძინა ლობჟანიძის შემცველი, მათიას გრივი. აღნიშნული ტრანსფერით ეჭვგარეშე ხდება ის, რომ ლობჟანიძე მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს შეიცვლის. დანიელები 25 წლის ფორვარდის მომდევნო გუნდსაც ასახელებს. როგორც ცნობილია, ლობჟანიძის შეძენა თურქეთის ჩემპიონატის მე-11 […]
ერთა ლიგის ჯგუფის სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების 7 ფეხბურთელი მოხვდა
ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა სტატისტიკური მონაცემების მწარმოებელმა ვებ-გვერდმა, Whoscored-მა უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების 7 ფეხბურთელი მოხვდა. საუკეთესო თერთმეტეულში გიორგი მამარდაშვილი, საბა ლობჟანიძე, გურამ კაშია, სოლომონ კვირკველია, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი წიტაიშვილი და ბუდუ ზივზივაძე მოხვდნენ. 2-2 ადგილი ბულგარეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების ფეხბურთელებმა შეავსეს. რაც […]
თურქეთის ჩემპიონატი – ლობჟანიძე ტურის სიმბოლურ გუნდშია
საბა ლობჟანიძე beIN Sports-მა თურქეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. ქართველმა ფეხბურთელმა “გალასათარაისთან” მოგებულ მატჩში (2:1) ბრწყინვალე გოლი გაიტანა. საბამ მეტოქე გუნდის მცველი ეფექტური მოძრაობით ჩამოიტოვა და მუსლერას კარში ეფექტური ბურთი შეაგდო. აღსანიშნავია, რომ 26 წლის ქართველი ვინგერი თურქეთის სუპერლიგაში შესანიშნავ სეზონს ატარებს. საბას ანგარიშზე 3 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.