5 ივნისი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში
საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ბულგარეთს სტუმრად დაუპირისპირდება. იქამდე, ვიდრე “ლუდოგორეცის ჰუვეფარმა არენაზე” ქართული ფეხბურთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება, საინტერესო იქნება სტატისტიკაში ჩახედვა და ამ თარიღით ჩატარებული მატჩების გახსენება. საინტერესოა, რომ 5 ივნისი ეროვნული გუნდის ისტორიაში არცისე კარგი დღეა და ამ თარიღით გამართულ სამივე შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელები დამარცხდნენ. […]
ხვიჩა კვარაცხელია მუნდიალის საკვალიფიკაციო ჯგუფის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ქართველი ტალანტი საუკეთესო თერთმეტეულში ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა სპორტულმა გამოცემამ, Whoscored-მა შეიყვანა. ყაზანის “რუბინის” 20 წლის ქართველი შემტევი სიმბოლურ გუნდში ისეთ ფეხბურთელებთან ერთად მოხვდა, როგორებიც აიმერიკ ლაპორტი, ფერან ტორესი, სერხიო ბუსკეტსი, ვიქტორ ლინდელოფი, ალექსანდრ ისაკი, კოსტას ციმიკასი და სხვები […]
კოსოვოსთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა
2021 წლის 21 ოქტომბერს ფიფამ მსოფლიოს განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების შედეგად, საქართველოს ნაკრები სექტემბრის შედეგთან შედარებით სამი საფეხურით დაწინაურდა და 93-ე ადგილს იკავებს. ამ მაჩვენებლით “ჯვაორნსებმა” ლუქსემვბურგის, ბელარუსისა და ყირგიზეთის ნაკრებებს გადაასწრეს. სექტემბრის თვეში საქართველოს ნაკრებმა ორი ოფიციალური შეხვედრა გამართა: საბერძნეთის წინააღმდეგ შინ – 0:1 და კოსოვოსთან, სტუმრად – 2:1. ორივე მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი […]
საბერძნეთის მწვრთნელი: “ჩვენ და საქართველო ერთი დონის გუნდები ვართ, მაგრამ დღეს გამარჯვება დავიმსახურეთ”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში, “ბათუმი არენაზე”, საქართველოს ნაკრების დამარცხების (0:2) შემდეგ, საბერძნეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იან ვანთ სხიპმა, მატჩის შესახებ ისაუბრა. “მატჩს წინ მძიმე ფონი უძღოდა, რაც ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას უკავშირდება და მინდა, ყველა გარდაცვლილის ოჯახს მივუსამძიმრო. როგორც იცით, ეს ყველაფერი ჩვენი სასტუმროს ახლოს მოხდა და შესაბამისად, რთულ მდგონარეობაში […]
ვილი სანიოლი “მხოლოდ ნიჭით ვერაფერს მოიგებ, მონდომების და თავდადების ნაკლებობა გვაქვს”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში, “ბათუმი არენაზე”, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ მარცხის (0:2) შემდეგ, საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, შეხვედრა შეაფასა და მარცხის მიზეზებზე ისაუბრა. “იმ ყველაფრით, რაც მოედანზე მოხდა, იმედგაცრუებული ვარ. საწყისი 25 წუთის განმავლობაში, აგრესიულობის, მონდომების და თავდადების ნაკლებობა გვქონდა, ამით ძალიან უკმაყოფილო ვიყავი. მაღალი დონის ფეხბურთი მხოლოდ […]
საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა საბერძნეთის წინააღმდეგ ცნობილია
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები, ბათუმი არენაზე, საბერძნეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, უკვე ცნობილია გუნდების ძირითადი შემადგენლობები. ჯვაროსნები შეხვედრას შემდეგი თერთმეტეულით დაიწყებენ საქართველოს ნაკრები: გიორგი ლორია – ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, დავით ხოჭოლავა, გურამ გიორბელიძე – ჯაბა კანკავა, გიორგი აბურჯანია – ხვიჩა ვრაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე, საბა […]
საბერძნეთის ნაკრები: ყველაფერი, რაც ევრო 2004-ის ჩემპიონებზე უნდა ვიცოდეთ
საბერძნეთის ნაკრები დაარსება: 1929 საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაცია: დაარსდა 1926 წლის 14 ნოემბერს ფიფას წევრი: 1927 უეფას წევრი:1954 პრეზიდენტი: თეოდოროს ზაგორაკისი ფიფას რეიტინგი: 53 (2021 წლის 19 თებერვლის მონაცემებით) უმაღლესი რეიტინგი: 8 (2008 წლის აპრილი, 2011 წლის ოქტომბერი) ყველაზე დაბალი შედეგი რეიტინგში: 66 (1998 წლის სექტემბერი) საშინაო არენა: ათენის ოლიმპიური სტადიონი მეტსახელი: ლურჯ-თეთრები მთავარი მწვრთნელი: ჯონ ვანტ შიფი კაპიტანი: ტასოს ბაკასეტასი სტატისტიკა […]
საბერძნეთის მწვრთნელი: “მკაფიოდ ვიცით, როგორ შევაჩეროთ ქართველები, პოზიტიურად ვართ განწყობილნი”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურში, საქართველოს ნაკრებთან გასამართი შეხვედრის წინ, საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იონ იონ ვანთ შიპმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა. “მარტში საქართველოს წინააღმდეგ რთული შეხვედრა გვქონდა. ახლა ბიჭები როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად კარგ ფორმაში არიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ხვალინდელი შეხვედრის წინ კარგი განწყობა გვაქვს. მეტოქეს […]
გეორგიოს მასურასი: “ჯგუფიდან გასვლის შანსი გვაქვს და ბათუმში მოსაგებად ვითამაშებთ”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურში, საქართველოს ნაკრებთან გასამართი შეხვედრის წინ, საბერძნეთის ნაკრების შემტევმა, გეორგიუს მასურასმა კომენტარი გააკეთა. “ხვალ ნამდვილად რთული მატჩი გველის, თუმცა ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი გვაქვს, რაც ჩვენი მიზანი იყო და ამისთვის საქართველოსთან ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთში საქართველოს ნაკრები ვერ დავამარცხეთ, მოედანზე ზედმეტი ზეწოლის გარეშე გავალთ. […]
გიორგი აბურჯანია: “საბერძნეთთან გამარჯვება ძალიან გვჭირდება”
საქართველოს ნაკრები მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს. მეექვსე და მეშვიდე ტურების მატჩებისთვის ეროვნულმა გუნდმა მზადება უკვე დაიწყო. ვილი სანიოლმა “ჯვაროსნების” 25-კაციან შემადგენლობასთან ერთად საწვრთნელი პროცესი თბილისში დაიწყო, საიდანაც გუნდი 7 ოქტომბერს ბათუმში გაემართება და 9-ში საბერძნეთის წინააღმდეგ შეხვედრისთვის მოემზადება. მოახლოებული შეხვედრების შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი აბურჯანიამ გააკეთა. […]
საქართველო – საბერძნეთის მატჩის მსაჯის ვინაობა ცნობილია
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები 9 ოქტომბერს, საბერძნეთის ეროვნულ გუნდს ბათუმში, ახალ, ცენტრალურ სტადიონზე უმასპინძლებს. უკვე ცნობილია, შეხვედრის სამსაჯო ბრიგადა, რომელიც ლიეტუველი და ნიდერანდელი ოფიციალური პირებითაა დაკომპლექტებული. მატჩის მთავარი არბიტრი ლიეტუველი დონატას რუმსასია, რომელსაც თანამემამულე ალექსანდრ რადიუსი და დოვიადის სუზიედელისი ეხმარებიან, ასევე ლიეტუველია მეოთხე სათადარიგო მსაჯი რობერტას სმიტასი. VAR-ზე ორი ნიდერლანდელი არბიტრი იოჰემ […]
ზურიკო დავითაშვილი: “გულშემატკივრის წინაშე უფრო მოტივიორებულები ვითამაშებთ”
საქართველოს ნაკრები მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს. მეექვსე და მეშვიდე ტურების მატჩებისთვის ეროვნულმა გუნდმა მზადება უკვე დაიწყო. ვილი სანიოლმა “ჯვაროსნების” 25-კაციან შემადგენლობასთან ერთად საწვრთნელი პროცესი თბილისში დაიწყო, საიდანაც გუნდი 7 ოქტომბერს ბათუმში გაემართება და 9-ში საბერძნეთის წინააღმდეგ შეხვედრისთვის მოემზადება. მზადების პროცესში, მოახლოებული მატჩების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის […]