საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა საბერძნეთის წინააღმდეგ ცნობილია 

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები, ბათუმი არენაზე, საბერძნეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, უკვე ცნობილია გუნდების ძირითადი შემადგენლობები. ჯვაროსნები შეხვედრას შემდეგი თერთმეტეულით დაიწყებენ

საქართველოს ნაკრები: გიორგი ლორია – ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, დავით ხოჭოლავა, გურამ გიორბელიძე – ჯაბა კანკავა, გიორგი აბურჯანია – ხვიჩა ვრაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე, საბა ლობჟანიძე – გიორგი მიქაუტაძე.

განლაგება: 4-2-3-1.

მწვრთნელი: ვილი სანიოლი.

საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მატჩისთვის გაყიდული სტადიონის ტევადობის 33% ბილეთები გაუქმდა და შეხვედრა უმაყურებლოდ გაიმართება.

 

 

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა საბერძნეთის წინააღმდეგ ცნობილია 

სტატიის ავტორი
-