საბერძნეთში აკროპოლისის თასი იმართება, სადაც მასპინძლის გარდა, თურქეთის პოლონეთისა და საქართველოს ნაკრებებიც იღებენ მონაწილეობას. მასპინძელმა საბერძნეთის ნაკრებმა აკროპოლისის თასი პოლონეთის წინააღმდეგ მარტივი გამარჯვებით დაიწყო. ბერძნებმა პოლონელები 23 ქულიანი სხვაობით, 101-78 დაამარცხეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მასპინძელთა რიგებში ითამაშა NBA-ს ვარსკვლავმა – იანის ანტეტოკუნმპომ. მასპინძლებმა თამაში 18-2 გაქცევით დაიწყეს და პირველი მეოთხედი 17-ქულიანი სხვაობით, 27-10 მოიგეს. […]