მიუნხენის ,,ბაიერნისა” და სენეგალის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, სადიო მანე, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ვერ ითამაშებს. ინფორმაციას სენეგალის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი, აბდულაი სოუ ავრცელებს: ,,მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩებში სადიო მანეს გარეშე ვითამაშებთ, ვიმედოვნებ, რომ მათ მოგებას შევძლებთ. გუნდში ეს არავის სურდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე მოხდა,” – სოუს სიტყვებს BBC-ი ციტირებს. მანემ ტრავმა ,,ვერდერთან” ბუნდესლიგის შეხვედრის პირველ […]