2006 წლის შემდეგ პირველად, “საკრამენტო კინგსი” NBA-ს პლეი-ოფში ითამაშებს. გამთენიისას “საკრამენტომ” “პორტლენდი” სტუმრად 40-ქულიანი სხვაობით 80-120 გაანადგურა, ეს გამარჯვება კი ისტორიული გამოდგა. 17-წლიანი პაუზის შემდეგ, კალიფორნიულმა კლუბმა პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. 76 ჩატარებული მატჩის შემდეგ, “საკრამენტო კინგსი” დასავლეთ კონფერენციაში 46 გამარჯვებითა და 30 მარცხით, მესამე ადგილზე იმყოფება.