საქართველოს ეროვნული ლიგის 2022 წლის გათამაშება 24 თებერვალს, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, “დინამო ბათუმისა” და ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებულის, ბოლნისის “სიონის” მატჩით დაიწყება. შეხვედრა ბათუმში, ცენტრალურ სტადიონზე შედგება და 19:00 საათზე დაიწყება. გუნდები ახალ სეზონს განახლებული შემადგენლობებით ხვდებიან. ზამთრის სატრანსფერო პერიოდი საკმაოდ დატვირთული და საინტერესო გამოდგა. ზოგიერთი კლუბი საგრძნობლად გაძლიერდა, მაგალითად ქუთაისის “ტორპედო”, რომელმაც ახალი გუნდის ჩამოყალიბება […]