“ცრემლები წამომივიდა და თავბრუ დამეხვა” – სერგო კუხიანიძე ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას ეხმაურება

ვილი სანიოლმა ივნისის სანაკრებო მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში სერგო კუხიანიძე გამოიძახა.

წყალტუბოს “სამგურალის” 22 წლის თავდამსხმელი “ჯვაროსნების” რიგებში პირველად ითამაშებს.

სერგოს Live.Ge დაუკავშირდა – ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჩვენთან პირველ ემოციებზე ისაუბრა.

“როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს, ცრემლები წამომივიდა და თავბრუ დამეხვა. ემოციური ფონი ძალიან დიდი იყო და სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი,” – გვითხრა კუხიანიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2 ივნისს სტუმრად რუმინეთს დაუპირისპირდება, 6 ივნისს კი – ენსხედეში ნიდერლანდებს ეწვევა. ორივე მატჩი ამხანაგურია.

“ცრემლები წამომივიდა და თავბრუ დამეხვა” – სერგო კუხიანიძე ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას ეხმაურება

სტატიის ავტორი
-