სონის პირველი კადრები სამხედრო სამსახურიდან (ფოტო)
ვინაიდანაც პრემიერლიგა გაურკვეველი დროით შეჩერდა, “ტოტენჰემის” ლიდერ ჰეუნ-მინ სონს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა უწევს. სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი სამშობლოში გასულ თვეს გაემგზავრა. რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში კადრები გავრცელდა, სადაც სონი სამხედრო სამსახურში ყოფნისასაა აღბეჭდილი. როგორც ცნობილია, “ტოტენჰემის” ფეხბურთელი ლონდონში მაისის ბოლოს დაბრუნდება.
სექს თოჯინების სტადიონზე გამოყენებისთვის კორეული გუნდი ბოდიშს იხდის
სამხრეთ კორეაში საფეხბურთო ჩემპიონატის ახალი სეზონი დაიწყო. K ლიგის მე-2 ტურის მატჩში “სეულმა” შინ “კვანჯუ” მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა. იქიდან გამომდინარე, რომ შეხვედრები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, მასპინძლებმა გადაწყვიტეს, რომ ატმოსფერო სტადიონზე ოდნავ უკეთესი მაინც გაეხადათ. ამისთვის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ ტრიბუნებზე მანეკენი განეთავსებინათ, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, “სეულმა” ამ პროდუქტის ნაცვლად, სექს-თოჯინები გამოიყენა. კლუბი […]
მეკარის კურიოზული შეცდომა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში (ვიდეო)
საქართველო 2:2 სამხრეთ კორეა (მიმოხილვა)
სონის სამაგალითო საქციელი, რომლის შემდეგაც ის სამშობლოში გაცილებით დიდ სიყვარულს მოიპოვებს
2019 წლის აპრილის დასაწყისში, სამხრეთ კორეას თავს დიდი უბედურება დაატყდა. განვონის პროვინციასთან მომხდარმა ხანძარმა დაწვა 525 ჰექტარი და 200-მდე სახლი, დაიღუპა 2 ადამიანი, სახლ-კარის გარეშე კი 1000-მდე ოჯახი დარჩა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეით კორეის ნაკრებისა და “ტოტენჰემის” ფეხბურთელმა, ჰეუნგ მინ სონმა ხანძრისგან დაზარალებულთათვის 100 000 ევრო გადარიცხა. “მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ ვარ, […]
სონი: “ფინალის წინ ერთი წუთიც არ მეძინა”
“ტოტენჰემის” თავდამსხმელმა სონ ხიუნ მინმა, იმ ემოციების შესახებ ილაპარაკა, რომელსაც იგი აზიური თამაშების ფინალის წინა ღამეს გრძნობდა. ამ ტურნირში გამარჯვებამ სონი ჯარში 2 წლიან მსახურობას აარიდა. “სიმართლე გითხრათ ფინალის დროს ძალიან ვნერვიულობდი, წინა ღამეს ერთი წუთიც კი არ მეძინა, ეს ძალიან დიდი რისკი იყო თუმცა დარწმუნებული ვიყავი რომ ტურნირს მოვიგებდით, ბედნიერი ვარ რომ ჩემ ქვეყანას […]
ოფიციალურად: სონი ჯარში გამოიძახეს
ლონდონის “ტოტენჰემმა” დაადასტურა, რომ სამხრეთ კორეელი შემტევი – სონ ჰიუ-მინი სამხრეთ კორეაში იხმეს. მიზეზი კი ის არის, რომ იგი სამხრედრო სამსახურში გამოიძახეს. ვინაიდან და რადგანაც პრემიერ ლიგა გაურკვეველი დროით შეჩერებულია, ამ პერიოდში კორეელი ფეხბურთელი სამშობლოში კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძოლებს. სამხრეთ კორეაში არის წესი, რომ ჯარი 28 წლამდე ყველა მამაკაცმა უნდა მოიხადოს. სონი 28 წლის ივლისში ხდება, […]
ყველაზე ‘მკვლელი ფორვარდები’ – თავდამსხმელები, რომლებიც საგოლე შანსებს საუკეთესოდ იყენებენ
სტატისტიკური კომპანიის Understat.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ბრიტანულმა გამოცემა The Independent-მა ევროპის ყველაზე “მკვლელი” თავდამსხმელების სია გამოაქვეყნა. მონაცემები ე.წ xG-ი კომპონენტითაა დამუშავებული, სადაც 2016 წლის აგვისტოს შემდეგ, ევროპულ ჩემპიონატებში გოლების რაოდენობასთან ერთად, დაანგარიშებულია შექმნილი და გამოყენებული მომენტების რაოდენობაც. ყველა სტატისტიკური კომპონენტის გათვალისწინებით, სიის სათავეში “ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰიუნ-მინ სონი აღმოჩნდა, რომელმაც 61 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა მის კონკურენტებთან შედარებით […]
სონი საუკეთესოდ დაასახელეს – ტოტენჰემის თავდამსხმელი რეკორდსმენია
სონ ჰიუ-მინი სამხრეთ კორეის წლის საუკეთესო ფეხბურთელად კარიერაში მეოთხედ დასახელდა და ამ მხრივ ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდა. ინფორმაცია ოთხშაბათს, კორეის საფეხბურთო ასოციაციამ გაასაჯაროვა. “ტოტენჰემის” თავდამსხმელს ეს ჯილდო 2013, 2014 და 2017 წლებში ჰქონდა მოგებული. გამარჯვებული საფეხბურთო ასოციაციის და კორეული მედიის წარმომადგენლებმა გამოავლინეს. სონი, რომელიც რამდენიმე დღის წინ აზიის წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს, ევროპულ საკლუბო ფეხბურთში კორეელთა […]
უცნობი ისტორია: ვის ყიდულობდა ბარსელონა ბრაითვეითის ნაცვლად და რატომ ჩაიშალა ტრანსფერი?
2020 წლის ზამთარში, “ბარსელონას” საკადრო პრობლემები ჰქონდა და კატალონიური გრანდის მთავარი ამოცანა თავდამსხმელის დამატება იყო, რომელიც ლუის სუარესის შემცვლელი უნდა ყოფილიყო. ამ მიზნით, კლუბმა არჩევანი სედრიკ ბაკამბუზე შეაჩერა, რომელიც ბოლო წლებია კარიერას ჩინეთის ჩემპიონატში აგრძელებს. წარმოშობით ფრანგი თავდამსხმელი, რომელიც “ბეიჯინგის” ღირსებას იცავს, შესაძლოა ლა ლიგაში დაბრუნებულიყო, მაგრამ ტრანსფერი მაშინ ჩაიშალა, როცა ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო. […]
ეროვნული ლიგის სეზონის მთავარ მატჩს თურქი მსაჯები მოემსახურებიან
საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ და მთლიანად სეზონის ერთ-ერთ მთავარ თამაშს თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. როგორც ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდიდან ხდება ცნობილი, ბათუმისა და თბილისის “დინამოების” დაპირისიპირებას თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მთავარი არბიტრი, ჰიუსეინ გოჩეკი გაუძღვება, რომელსაც ჯანდას ელბილი და მეჰმეტ ემინ თუღრალი დაეხმარებიან, მეოთხე სათადარიგო მსაჯი ალეკო აფციაური იქნება. ეს მიმდინარე სეზონში მეორე ისეთი […]
გუუს ჰიდინკმა შესაძლოა კოლუმბიის ნაკრები გაწვრთნას
ჰოლანდიელმა სპეციალისტმა, გუუს ჰიდინკმა შესაძლოა კოლუმბიის ეროვნული ნაკრები გაწვრთნას. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია დასავლურ პრესაში გავრცელდა.