უდიდესი ალბათობით, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი არაბიძე კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” გააგრძელებს. მას მერე, რაც 2021 წლის ეროვნული ლიგის სეზონში, “სამტრედიამ” ბოლო პოზიცია დაიკავა და უძლიერესი ათეულიდან დაქვეითდა, 23 წლის ფეხბურთელი იმერულ კლუბს დაემშვიდობა. Live.ge-ს ინფორმაციით, არაბიძის დამატება რამდენიმე კლუბს სურს, მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი კი ქუთაისის “ტორპედოა“, რომელსაც სწორედ “სამტრედიას” ყოფილი მწვრთნელი, გია ცეცაძე ხელმძღვანელობს […]