საფეხბურთო კლუბი “სამტრედია” გაძლიერებას აგრძელებს. უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა კლუბმა მათე კვირკვიას, გუჯა რუხაიას, გამოცდილი ლეგიონერის სამუელ ინკომისა და სტრაფინია კრსტევსკის შემდეგ, იმერულმა კლუბმა ლაშა თოთაძე დაიმატა. 31 წლის მცველი, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში აზიაში თამაშობდა, ბოლოს ის უზბეკური “ქიზილქუმის” მაისურის ირგებდა. თოთაძეს საქართველოში ბოლნისის “სიონის”, “საბურთალოს”, გორის “დილას”, “გაგრას” და ბათუმის “დინამოს” შემადგენლობაში უთამაშია, თუმცა […]