ბარსელონამ უმტიტისთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა
“ბარსელონამ” დაადასტურა, რომ კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავაშირებით უმტიტისთან შეთანხმებას მიაღწია. ფრანგი მცველი კატალონიურ კლუბს “ლიონიდან” 2016 წელს შეუერთდა. საწყის ეტაპზე სამუელი კარგად გამოიყურებოდა, თუმცა, ტრავმებმა მისი სათამაშო ფორმა აშკარად შეარყია. ბოლო პერიოდში უმტიტის შემადგენლობაში მოხვედრა ძალიან უჭირდა და ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა. მცველმა კლუბი დატოვა და “ელჩეს” იჯარის წესით შეუერთდა. განათხოვრების დროის ამოწურვის შემდეგ, უმტიტი “ბარსაში” დაბრუნებას […]
უმტიტი ბარსელონაზე: ,,4 წელი ციხეში გავატარე”
,,ბარსელონას” მცველმა, სამუელ უმტიტიმ, რომელიც მიმდინარე სეზონს არენდით ,,ლეჩეში” ატარებს, კატალონიურ გუნდში თამაში ციხეს შეადარა: ,,ყველაფერი, რაც მჭირდებოდა, იყო მეგრძნო, რომ მაფასებდნენ და პატივს მცემდნენ. კატალონიაში გატარებული ოთხი წელი ციხეს ჰგავდა, არა მხოლოდ სპორტული გაგებით, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. თავიდან თავს დაფასებულად ვგრძნობდი და კარგ დონეზეც ვთამაშობდი. შემდეგ კი მივხვდი, რომ ჩემი აღარავის სჯეროდა. ,,ლეჩე” ჩემთვის […]
უმტიტის მორიგი ტრავმა – ფრანგს ხვალ ოპერაცია ჩაუტარდება
სამუელ უმტიტიმ “ბარსელონას” ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. ფრანგს მცველს ხვალ ოპერაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას კატალონიური კლუბი ადასტურებს. როგორც ცნობილია, უმტიტის მარჯვენა ტერფის ერთ-ერთი ძვლის მოტეხილობა აქვს, რის გამოც ის მოედანს რამდენიმე თვით ჩამოშორდა. შეგახსენებთ, რომ ხშირი ტრავმიანობის გამო სამუელმა “ბარსელონას” ძირითად 11-ეულში ადგილი დაკარგა. 28 წლის ფრანგმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთხელ ითამაშა. შეგახსენებთ, რომ უმტიტიმ ცოტა ხნის […]
უმტიტიმ ბარსელონასთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა
სამუელ უმტიტიმ “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას კატალონიური კლუბი ოფიციალურად ადასტურებს. უმტიტისთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებით ესპანურმა გრანდმა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება მოახერხა. უმტიტის ხელფასი 10%-ით შემცირდება, ხოლო ფრანგი მცველისთვის 18 თვეში გადასახდელი თანხა 54 თვეზე გადანაწილდა. ადგილობრივი მედიის თანახმად, საერთო ჯამში “ბარსელონა” 50 მილიონ ევროს დაზოგავს. მიმდინარე სეზონში უმტიტიმ “ბარსას” მაისურით მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა. […]
კატასტროფული ვარდნა – უმტიტის ფასი ბოლო სამ წელიწადში 68 მილიონით შემცირდა
სამუელ უმტიტი თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ის წარმომადგენელია, რომელზეც უდიდესი ავანსები იყო გაცემული, მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაფერი დიდ იმედგაცრუებად იქცა. საფრანგეთის ნაკრების ცენტრალური მცველის კარიერული რეგრესი მის სატრანსფერო ფასშიც აისახა, რაც საბოლოო ჯამში გასაოცარ ციფრებს გვიჩვენებს. საინტერესოა, რომ მაშინ, როცა 28 წლის ფეხბურთელი კარიერის პიკში იყო, ანუ 2018 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის დროს, მისი ღირებულება Transfermarkt-ის მონაცემებით, 70 […]
უმტიტის ძმამ და აგენტმა ფეხბურთელის ტრანსფერზე ისაუბრა
“ბარსელონას” მცველის სამუელ უმტიტის ძმამ და აგენტმა თქვა, რომ ფეხბურთელი უახლოეს მომავალში კლუბის დატოვებას არ აპირებს. “სამუელს წელს არ სურს ბარსელონას დატოვება. ამასთან, კლუბის სურვილია, რომ ცვლილებები განახორციელოს, ფეხბურთელის მიზნების გარკვევის შემდეგ კი მათ უნდა მოძებნონ ალტერნატივა. “ლიონის” შესახებ ჭორები რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ, სამწუხაროდ, მცირე შანსია, რომ ეს მოხდეს”, – თქვა უმტიტის ძმამ. […]
უმტიტი ინფიცირებულია – ბარსელონას მცველს კორონავირუსი დაუდგინდა
“ბარსელონამ” დაადასტურა, რომ სამუელ უმტიტის ტესტმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა. ფრანგი ცენტრალური მცველი მეორე ფეხბურთელია კატალონიური გრანდის შემადგენლობაში, რომელსაც COVID19-ით ინფიცირება დაუდგინდა – აქამდე მისი თანამემამულე ჟან-კლერ ტობიდო დაავადდა. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უმტიტის გუნდის სხვა წევრებთან შეხება არ ჰქონია და ის ამჟამად თვითიზოლაციაში, უსაფრთხო მდგომარეობაში იმყოფება. ყველა იმ ადამიანს, რომელთანაც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონს […]
ბარსელონას გადაწყვეტილება მიღებული აქვს – უმტიტის იტალიაში იწვევენ
“ბარსელონას” ხელმძღვანელობა გეგმავს, რომ გუნდის ცენტრალური მცველი სამუელ უმტიტი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაანათხოვროს. ესპანური პრესა წერს, რომ ფრანგ ფეხბურთელს იტალიაში გადასვლის შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს – მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონის დამატებით “ლაციო“, “რომა”, და “ნაპოლი” არიან დაინტერესებული. ცოტა ხნით ადრე, 26 წლის ფეხბურთელმა კლუბში არსებულ სიტუაციაზე თავად ისაუბრა და თქვა, რომ გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგებით უკმაყოფილოა. უმტიტი “ბლაუგრანაში” 2016 წელს, […]
სამუელ უმტიტი ისევ ტრავმირებულია
ახალი არ არის, რომ ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი ტრავმატული ფეხბურთელია. მის კარიერულ განვითარებას სწორედ ტრავმებმა შეუშალეს ხელი. უმტიტიმ “ბარსელონას” გულშემატკივრებს პირველივე სეზონში შეაყვარა თავი და საოცარი პროგრესს აჩვენებდა, მაგრამ ტრავმის შემდეგ დღევანდელ დღემდე სასურველ ფორმას ვერ დაუბრუნდა. ორი დღე გავიდა მას შემდეგ რაც კატალონიურმა გრანდმა ვარჯიში განაახლა და სამუელ უმტიტი უკვე ტრავმირებულია. სამუელმა ფეხის კუნთი დაიზიანა, […]
სამუელ უმტიტის ბარსელონადან წასვლა არ სურს
სატრანსფერო პერიოდის მოახლოვებასთან ერთად, გუნდებსა და ფეხბურთელებს შორის სატრანსფერო შეთანხმება ბოლო ფაზაში გადადის. უკანასკნელ პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამუელ უმტიტი “ბარსელონას” დატოვებს. ერთ-ერთი შესაძლო გზა მისი ესპანური გუნდიდან წასვლისა უმტიტის გაცვლას უკავშირდება. “ბარსელონას” ფედერიკო ბერნარდესკის შეძენა სურს, რომლის სანაცვლოდაც თავად ტურინელებს საკმაოდ ამბიციური მოთხოვნა აქვთ, “ბებერი ქალბატონის” მესვეურებს სამუელ უმტიტისა და ივან […]
ბარსელონა რომანიოლით ინტერესდება
იტალიელი ცენტრალური მცველი “მილანის” ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მისით არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდება. დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიის “ბარსელონა” ალესიო რომანიოლით ინტერესდება. “ბლაუგრანას” დაცვაში პრობლემები აქვს, რაც ნათლად ჩანს. სამუელ უმტიტი ტრავმის შემდეგ იდეალურ ფორმას ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა. რაც შეეხება კლემენ ლენგლეს, მისით კიკე სეტიენი უკმაყოფილოა და სათამაშო წუთებს იშვიათად […]