უმტიტი ბარსელონას ტოვებს, ახალი სავარაუდო გუნდები ცნობილია
კატალონიის “ბარსელონას” ფრანგი ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი ტოვებს. მოგეხსენებათ, რომ “ბლაუგრანას” ფეხბურთელმა სექტემბერში მუხლის ტრავმა მიიღო და დიდი დრო გაუცდა. ახლა კი იტალიური Calciomercato ავრცელებს ინფორმაციას, რომ უმტიტის “ბარსას” დატოვება სურს. იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელები ზაფხულში დე ლიხტს შეიძენენ, სამუელის გუნდიდან წასვლის შანსი უფრო გაიზრდება. ცნობისთვის, 25 წლის ცენტრალურ მცველს “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. […]
სამუელ უმტიტი ბარსელონას დიდი ხნით გამოაკლდა
კატალონიური “ბარსელონას” ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი მძიმედ დაშავდა. მან “ლეგანესთან” მატჩში ტრავმა მიიღო, რაც უმძიმესი აღმოჩნდა. სამუელ უმტიტი 6 თვეს გამოტოვებს. მან მარცხენა მუხლის უმძიმესი დაზიანება მიიღო. კატალონიურ გუნდს ახლა დაცვაში სამი მცველი დარჩა: ხერარდ პიკე, ტომას ვერმაელენი და კლემენტ ლინგლე.
გავიხსენოთ: მოედანზე ცუდად გამხდარი უმტიტი და შეშინებული ტერ შტეგენი (ვიდეო)
სამუელ უმტიტის გოლი ისლანდიის ნაკრების კარში (ვიდეო)
სამუელ უმტიტის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
“ბარსელონას” ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი კვლავ ტრავმირებულია.
არსენალი ბაიერნისა და ბარსელონას მცველებით დაინტერესდა
როგორც ჩანს, ლონდონის “არსენალი” ზაფხულში დაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს. ინგლისური Independent-ის ინფორმაციით, უნაი ემერის გუნდმა თვალი “ბაიერნის” მარცხენა მცველს, დავიდ ალაბასა და “ბარსელონას” უკანახაზელს, სამუელ უმტიტის დაადგა. აღნიშნული ტრანსფერების წარმატებით დასრულებას ხელს ისიც უწყობს, რომ მიუნხენელებმა ალაბას პოზიციაზე გუშინ ლუკას ერნანდესი შეიძინეს 80 მილიონად, კატალონიელები კი მატიას დე ლიხტისთვის იბრძვიან.
კატასტროფული ვარდნა – უმტიტის ფასი ბოლო სამ წელიწადში 68 მილიონით შემცირდა
სამუელ უმტიტი თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ის წარმომადგენელია, რომელზეც უდიდესი ავანსები იყო გაცემული, მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაფერი დიდ იმედგაცრუებად იქცა. საფრანგეთის ნაკრების ცენტრალური მცველის კარიერული რეგრესი მის სატრანსფერო ფასშიც აისახა, რაც საბოლოო ჯამში გასაოცარ ციფრებს გვიჩვენებს. საინტერესოა, რომ მაშინ, როცა 28 წლის ფეხბურთელი კარიერის პიკში იყო, ანუ 2018 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის დროს, მისი ღირებულება Transfermarkt-ის მონაცემებით, 70 […]
ბარსელონა რომანიოლით ინტერესდება
იტალიელი ცენტრალური მცველი “მილანის” ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მისით არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდება. დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიის “ბარსელონა” ალესიო რომანიოლით ინტერესდება. “ბლაუგრანას” დაცვაში პრობლემები აქვს, რაც ნათლად ჩანს. სამუელ უმტიტი ტრავმის შემდეგ იდეალურ ფორმას ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა. რაც შეეხება კლემენ ლენგლეს, მისით კიკე სეტიენი უკმაყოფილოა და სათამაშო წუთებს იშვიათად […]
უმტიტი ინფიცირებულია – ბარსელონას მცველს კორონავირუსი დაუდგინდა
“ბარსელონამ” დაადასტურა, რომ სამუელ უმტიტის ტესტმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა. ფრანგი ცენტრალური მცველი მეორე ფეხბურთელია კატალონიური გრანდის შემადგენლობაში, რომელსაც COVID19-ით ინფიცირება დაუდგინდა – აქამდე მისი თანამემამულე ჟან-კლერ ტობიდო დაავადდა. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უმტიტის გუნდის სხვა წევრებთან შეხება არ ჰქონია და ის ამჟამად თვითიზოლაციაში, უსაფრთხო მდგომარეობაში იმყოფება. ყველა იმ ადამიანს, რომელთანაც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონს […]
უმტიტიმ ბარსელონასთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა
სამუელ უმტიტიმ “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას კატალონიური კლუბი ოფიციალურად ადასტურებს. უმტიტისთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებით ესპანურმა გრანდმა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება მოახერხა. უმტიტის ხელფასი 10%-ით შემცირდება, ხოლო ფრანგი მცველისთვის 18 თვეში გადასახდელი თანხა 54 თვეზე გადანაწილდა. ადგილობრივი მედიის თანახმად, საერთო ჯამში “ბარსელონა” 50 მილიონ ევროს დაზოგავს. მიმდინარე სეზონში უმტიტიმ “ბარსას” მაისურით მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა. […]
სამუელ უმტიტის ბარსელონადან წასვლა არ სურს
სატრანსფერო პერიოდის მოახლოვებასთან ერთად, გუნდებსა და ფეხბურთელებს შორის სატრანსფერო შეთანხმება ბოლო ფაზაში გადადის. უკანასკნელ პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამუელ უმტიტი “ბარსელონას” დატოვებს. ერთ-ერთი შესაძლო გზა მისი ესპანური გუნდიდან წასვლისა უმტიტის გაცვლას უკავშირდება. “ბარსელონას” ფედერიკო ბერნარდესკის შეძენა სურს, რომლის სანაცვლოდაც თავად ტურინელებს საკმაოდ ამბიციური მოთხოვნა აქვთ, “ბებერი ქალბატონის” მესვეურებს სამუელ უმტიტისა და ივან […]
სამუელ უმტიტი ისევ ტრავმირებულია
ახალი არ არის, რომ ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი ტრავმატული ფეხბურთელია. მის კარიერულ განვითარებას სწორედ ტრავმებმა შეუშალეს ხელი. უმტიტიმ “ბარსელონას” გულშემატკივრებს პირველივე სეზონში შეაყვარა თავი და საოცარი პროგრესს აჩვენებდა, მაგრამ ტრავმის შემდეგ დღევანდელ დღემდე სასურველ ფორმას ვერ დაუბრუნდა. ორი დღე გავიდა მას შემდეგ რაც კატალონიურმა გრანდმა ვარჯიში განაახლა და სამუელ უმტიტი უკვე ტრავმირებულია. სამუელმა ფეხის კუნთი დაიზიანა, […]