“ვემბანიამასა და კოლინსთან ერთად, მამუკელაშვილი სპურსს მეტ სიღრმეს მისცემს” – CLUTCHPOINTS
სანდრო მამუკელაშვილმა გასულ სეზონში ნაჩვენები თამაშით “სპურსზე” დიდი შთაბეჭდილება მოახდინა – ის საშუალოდ 10.8 ქულას, 6.8 მოხსნასა და 2.4 პასს აგროვებდა. კორტზე ნაჩვენები ბრწყინვალე უნარებიდან გამომდინარე, “სან ანტონიო სპურსმა” მამუკელაშვილს კონტრაქტი კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივა. ფრენჩაიზის მიერ შეთავაზებულ ერთწლიან კონტრაქტს, მამუკელაშვილი სიამოვნებით დათანხმდა და ქართველმა ცენტრმა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ავტორიტეტული საკალათბურთო ტაბლოიდი CLUTCHPOINTS-ი ვრცელ სტატიას […]
სანდრო მამუკელაშვილმა გასულ სეზონში ნაჩვენები თამაშით “სპურსზე” დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის საშუალოდ 10.8 ქულას, 6.8 მოხსნასა და 2.4 პასს აგროვებდა. აღსანიშნავია, რომ “სან ანტონიოში” სანდრომ 19 მატჩი ჩაატარა და აქედან 7 სასტარტო ხუთეულში დაიწყო. კორტზე ნაჩვენები ბრწყინვალე უნარებიდან გამომდინარე, “სან ანტონიო სპურსმა” მამუკელაშვილს კონტრაქტი კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივა. ფრენჩაიზის მიერ შეთავაზებულ ერთწლიან კონტრაქტს, მამუკელაშვილი სიამოვნებით […]
“სანდრო მუდამ სპურსელი იყო” – FIBA
ESPN-ის საკალათბურთო მიმომხილველის ადრიან ვოინაროვსკი ინფორმაციით, “სან ანტონიო სპურსმა” სანდრო მამუკელაშვილს კონტრაქტი 1 წლით გაუხანგრძლივა. “თავისუფალი აგენტი, სანდრო მამუკელაშვილი “სან ანტონიო სპურსთან” 1-წლიან კონტრაქტს დათანხმდა და ხელფასის სახით 2 მილიონ დოლარს მიიღებს”, – წერს ვოინაროვსკი ტვიტერის პირად გვერდზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, FIBA-ს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ფოტოები შემდეგი სახელწოდებით განთავსდა: “სანდრო მუდამ “სპურსელი” იყო“.
ავტორიტეტული მედია გამოცემა THE ATHLETIC, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მოთამაშე იმ ცენტრების შესახებ წერს, რომლებიც ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობენ. ქართველი გულშემატკივრის განსაკუთრებულ ინტერესს სანდრო მამუკელაშვილისა და გოგა ბითაძის გარშემო შექმნილი ვითარება წარმოადგენს. ავტორიტეტული გამოცემა აღნიშნავს, რომ NBA-ში თავის დამკვიდრების უკეთესი შანსი სანდრო მამუკელაშვილს აქვს. “მილუოკი ბაქსიდან” გაშვების შემდეგ, მამუკელაშვილი “სან ანტონიომ” დაიმატა. მისი სიმაღლის […]
FanSided: “მამუკელაშვილმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა”
ამერიკული მედია “სან ანტონიო სპურსის” ქართველი ლეგიონერის შესახებ აქტიურად წერს. “ვემბანიამასა და მამუკელაშვილის დუეტი საინტერესო სანახავი იქნება” – SpursTalk ამერიკული მედია და სპურსის ფანები მამუკელაშვილის დარჩენას ითხოვენ FanSided-ი ერთ-ერთი უკანასკნელია, რომელიც სანდრო მამუკელაშვილზე დადებით კონტექსტში წერს და აღნიშნავს, რომ “სპურსის” მაისურით გატარებულ მცირე დროში, მამუმ თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. “მამუკელაშვილი საინტერესო და უნიკალური მოთამაშეა, რომელმაც “სპურსის” […]
“ჩვენს დროში მას ქათმის წვნიანად ვაქცევდით” – ო’ნილი ვემბანიამაზე
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2023 წლის დრაფტის ლატარია და პირველი პიკი “სან ანტონიო სპურსმა” მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ უდიდესი ალბათობით სანდრო მამუკელაშვილის თანაგუნდელი “უცხოპლანეტელად” და საუკუნის ტალანტად შერაცხული ვიქტორ ვემბანიამა გახდება. სან ანტონიომ ლატარია მოიგო – “უცხოპლანეტელი” მამუს თანაგუნდელი გახდება?! NBA-ს 4-გზის ჩემპიონი და ამჟამად საკალათბურთო მიმომხილველი – შაკილ ო’ნილი, ფრანგი ვარსკვლავის შესახებ სახალისო […]
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2023 წლის დრაფტის ლატარია და პირველი პიკი “სან ანტონიო სპურსმა” მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ უდიდესი ალბათობით სანდრო მამუკელაშვილის თანაგუნდელი “უცხოპლანეტელად” და საუკუნის ტალანტად შერაცხული ვიქტორ ვემბანიამა გახდება. NBA-ს ექსპერტები, მიმომხილველები და გულშემატკივრები ვემბანიამას უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ – “ვემბი” ლებრონ ჯეიმსის (2003) შემდეგ ყველაზე დიდ ტალანტადაა მიჩნეული და ნაკლებად სავარაუდოა, რომ […]
“მამუ! მამუ! მამუ!” – სან ანტონიომ მამუკელაშვილის გამორჩეული მომენტები გაიხსენა | VIDEO
“მილუოკიდან” “სან ანტონიოში” გადასვლის შემდეგ, მამუკელაშვილი “სპურსის” სასტარტო ხუთეულის შეუცვლელი წევრი გახდა. ტექსასური ფრენჩაიზის მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში, მამუ საშუალოდ 11 ქულასა და 7 მოხსნას აგროვებდა, რითიც გულშემატკივრებს ნათლად დააანახა, რომ დიდებული კალათბურთელია. “სან ანტონიო სპურსმა” სოციალურ ქსელებში, მამუკელაშვილის გამორჩეული მომენტების კოლაჟი განათავსა. “სპურსის” Facebook, Youtube და Instagram-ის არხებზე, მამუს მომენტებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
Air Alamo-მ სანდრო მამუკელაშვილი წლის აღმოჩენად დაასახელა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “სან ანტონიოს” ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის – სანდრო მამუკელაშვილის შესახებ, ამერიკული მედია დადებით კონტექსტში საუბარს არ წყვეტს. SB Nation: “მამუკელაშვილი სან ანტონიოში სრულ სეზონს იმსახურებს” “კარგად გაწვრთნილი” მამუკელაშვილი, რომელმაც აღიარება დაიმსახურა “მეტი მამუ” – მამუკელაშვილი ახალგაზრდა ვარსკვლავებს შორის დასახელდა მამუკელაშვილის შესახებ ამჯერად Air Alamo-მ ისაუბრა. გამოცემა ქართველ ვარსკვლავს ვრცელ სტატიას უძღვნის […]
SB Nation: “მამუკელაშვილი სან ანტონიოში სრულ სეზონს იმსახურებს”
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერისა და “სან ანტონიო სპურსის” ლეგიონერის – სანდრო მამუკელაშვილის შესახებ, ამერიკული მედია დადებით კონტექსტში საუბარს აგრძელებს. “კარგად გაწვრთნილი” მამუკელაშვილი, რომელმაც აღიარება დაიმსახურა “მეტი მამუ” – მამუკელაშვილი ახალგაზრდა ვარსკვლავებს შორის დასახელდა ავტორიტეტული ტაბლოიდების შემდეგ, მამუკელაშვილის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედია საშუალება SB Nation-ი წერს. გამოცემა მამუკელაშვილის ბრწყინვალე სტატისტიკას უსვამს ხაზს და […]
“კარგად გაწვრთნილი” მამუკელაშვილი, რომელმაც აღიარება დაიმსახურა
ავტორიტეტული სპორტული ტაბლოიდი Si “სან ანტონიო სპურსის” განვლილი სეზონის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც სანდრო მამუკელაშვილს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) 2 წელია ასპარეზობს, თავს თანდათან იმკვიდრებს და გულშემატკივარს ბრწყინვალე პერფორმანსით აოცებს. “მილუოკის” მაისურით სანდროს სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლეოდა – “სან ანტონიოში” გადასვლის შემდეგ, ვითარება რადიკალურად შეიცვალა და კორტზე […]
მამუკელაშვილმა და სან ანტონიომ პორტლენდი დაამარცხეს
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “სან ანტონიოსა” და “პორტლენდის” დაპირისპირება შედგა. ოსტინში გამართული სანახაობრივი და უხვქულიანი მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით – 129:127 დასრულდა. “სან ანტონიოს” გამარჯვებაში საკუთარი წვლილი სანდრო მამუკელაშვილმაც შეიტანა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 21:03 წუთში 4 ქულის, 7 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.