ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ჰიუსტონისა” და “სან ანტონიოს” დაპირისპირება შედგა. ჰიუსტონში, “Toyota Center”-ში გამართული უხვქულიანი მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, 142:110 დასრულდა. “სან ანტონიოს” მაისურით რიგით მეორე მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 17:17 წუთში 6 ქულისა და 4 მოხსნის დაგროვება შეძლო. შეგახსენებთ, რომ “მილუოკისთან” კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, მამუკელაშვილი უგუნდოდ დიდხანს არ დარჩენილა, […]