საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,სან ანტონიო სპურსის” ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა, San Antonio Express-News-თან რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა. სანდროს, რომელიც ნიუ იორკშია დაბადებული, 2008 წლის აგვისტოს ომზე ჰკითხეს, მაშინ მამუკელაშვილი 9 წლის იყო და ჩიკაგოში ცხოვრობდა: ,,მე გამიმართლა, არ მესმოდა, რამხელა გავლენა ჰქონდა ამას, რადგან ძალიან პატარა ვიყავი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ომმა მთელ ქვეყანაზე იმოქმედა. […]
სეზონის ბოლო მატჩში სანდრო მამუკელაშვილმა ორმაგი დუბლი გაიფორმა
NBA-ის რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრაში ,,სან ანტონიო სპურსმა” ,,დალას მავერიქსი” სტუმრად 21-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 138:117 დაამარცხა. ,,სპურსის” შემადგენლობაში 32 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 23 ქულა (ყველაზე მეტი ,,სან ანტონიოში”), 11 მოხსნა, 4 ასისტი და 1 დაფარება მოაგროვა. სანდრომ მატჩში 7-დან 4 სამქულიანი, 10-დან 4 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. […]
ამერიკული მედია და სპურსის ფანები მამუკელაშვილის დარჩენას ითხოვენ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) დრაფტის ლატარიის გამარჯვებული “სან ანტონიო სპურსი” გახდა. ტექსასურ ფრენჩაიზს შესაძლებლობა მიეცა მომავალ სუპერვარსკვლავად შერაცხული ვიქტორ ვემბანიამა დაიმატოს და უდიდესი ალბათობით, “სპურსი” ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს. დრაფტის ლატარიის შემდეგ, ამერიკული სპორტული მედიის სპეკულაციის ერთ-ერთ მთავარ თემას, “სან ანტონიოს” მომავალი შემადგენლობა წარმოადგენს. საუკუნის ტალანტად შერაცხული ვემბანიამას დამატება, “სპურსში” დიდ ცვლილებებს გამოიწევს. შესაძლოა […]
NBA-ს დრაფტის ლატარიის გამარჯვებული “სან ანტონიო სპურსი” გახდა. ტექსასურ ფრენჩაიზს შესაძლებლობა მიეცა მომავალ სუპერვარსკვლავად შერაცხული ვიქტორ ვემბანიამა დაიმატოს და უდიდესი ალბათობით, “სპურსი” ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს. ამერიკული მედია და სპურსის ფანები მამუკელაშვილის დარჩენას ითხოვენ Air Alamo-მ სანდრო მამუკელაშვილი წლის აღმოჩენად დაასახელა დრაფტის ლატარიის შემდეგ, “სან ანტონიო” სპურსის შემადგენლობის შესახებ სპეკულაციები არ ცხრება. SpursTalk-ი ერთ-ერთი […]
სანდრო მამუკელაშვილი კარიერას სან ანტონიოში გააგრძელებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი, სანდრო მამუკელაშვილი ,,სან ანტონიო სპურსში” ითამაშებს. 23 წლის კალათბურთელმა ახალ გუნდთან სტანდარტული კონტრაქტი გააფორმა, ,,სპურსის” პოლიტიკის გამო, ხელშეკრულების დეტალები ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა. მამუს ნომერი ,,სან ანტონიოში” კვლავ 54 იქნება. მამუკელაშვილის ყოფილი გუნდი ,,მილუოკი ბაქსი” იყო, რომელთანაც არსებული ორმხრივი კონტრაქტი პირველ მარტს შეწყდა. მიმდინარე სეზონში სანდრო ,,ბაქსში” ჩატარებულ 22 შეხვედრაში საშუალოდ 2,4 […]
ავტორიტეტული ბერძნული სპორტული მედია საშუალება Super Basket-ი სანდრო მამუკელაშვილის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისა და “სან ანტონიოს” მძიმე ფორვარდი, ევროპაში დაბრუნების შემთხვევაში, ნებისმიერი კლუბის სასტარტო ხუთეულში მარტივად მოხვდება. Super Basket-მა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მოასპარეზე ის მძიმე ფორვარდები დაასახელა, რომელთაც ევროპაში ბრწყინვალე კარიერა ელით და განსაკუთრებული აქცენტი სანდრო მამუკელაშვილზე […]
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,სან ანტონიო სპურსმა” ,,დენვერ ნაგეთსს” უმასპინძლა და 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 128:120 დაამარცხა. ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა ,,სპურსის” ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 12 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. სანდრომ 3-დან 2 სამქულიანი, 2-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთითა […]
23 ივნისს, ნიუ იორკში, “ბარკლაის-ცენტრში” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2023 წლის დრაფტი ჩატარდა. როგორც მოსალოდნელი იყო დრაფტმა მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა და ახლა უკვე ოფიციალურად – “სან ანტონიომ” ვიქტორ ვემბანიამა აიყვანა. საუკუნის ტალანტად წოდებული 19-წლის ვიქტორ ვემბანიამა დრაფტის პირველი ნომერი გახლდათ და წარმოუდგენელი იყო, რომ “სპურსი” ამ შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებდა. აღსანიშნავია, რომ ვემბი ისტორიაში მეექვსე მოთამაშეა, რომელსაც […]
23 ჩაგდებული სამქულიანი – სან ანტონიომ საკუთარი რეკორდი დაამყარა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “სან ანტონიოსა” და “ორლანდოს” დაპირისპირება შედგა. სან ანტონიოში, “AT&T Center”-ში გამართული უხვქულიანი მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 132:114 დასრულდა. “სან ანტონიოს” ქართველ ლეგიონერს კარგი მატჩი ჰქონდა. პარკეტზე გატარებულ 21:29 წუთში, მამუკელაშვილმა 7 ქულის, 7 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. ეს მატჩი “სან ანტონიოსთვის” ისტორიული გამოხდა. პირველად “ფრენჩაიზის” ისტორიაში, […]
გრეგ პოპოვიჩმა სან ანტონიოსთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
გრეგ პოპოვიჩი ,,სან ანტონიო სპურსის” მწვრთნელი კიდევ 5 წლის განმავლობაში იქნება. ინფორმაციას ტეხასური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 74 წლის სპეციალისტმა ,,სპურსთან” ახალ, 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. გუნდის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათი პოლიტიკიდან გამომდინარე, კონტრაქტის სხვა დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა როგორც ადრიან ვოინაროვსკი წერს, პოპოვიჩი ამ დროის განმავლობაში 80 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს, რაც მონტი […]
მამუკელაშვილის 23 წუთი მემფისთან და პირადი რეკორდი მოხსნებში | VIDEO
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,სან ანტონიო სპურსმა” ,,მემფის გრიზლისს” უმასპინძლა და ოვერტაიმში 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 120:126 დამარცხდა. მატჩის ძირითადი დრო 109:109 დასრულდა. სტუმრებმა 29-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლეს, რაც ,,მემფისის” ისტორიაში რეკორდია. ,,სპურსის” შემადგენლობაში 23 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 6 ქულა, 14 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. სანდრომ 5-დან […]
“სან ანტონიოში თავის დამკვიდრებას შევძლებ” – სანდრო მამუკელაშვილი
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა – სანდრო მამუკელაშვილმა, “სან ანტონიო სპურსის” შემოთავაზება მიიღო და ფრენჩაიზთან კონტრაქტის 1-წლით გახანგრძლივებას დათანხმდა. “სპურსთან” გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ, მამუკელაშვილმა betlive.com-თან ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ “სან ანტონიოს” ძალიან კარგი ახალგაზრდული გუნდი ჰყავს, სადაც თავის დამკვიდრებას შეძლებს. “მოგესალმებით, როგორც იცით “სან ანტონიო სპურსთან” ხელშეკრულება კიდევ 1 წლით გავახანგრძლივე, რის გამოც მოხარული […]