ურუგვაელმა ფორვარდმა, სებასტიან აბრეუმ მსოფლიო რეკორდი დაამყარა – იგი 2019 წლიდან ბრაზილიურ “რიო ბრანკოში” ითამაშებს და შედეგად, მისი კარიერა უკვე 28-ე გუნდს ითვლის. საინტერესო ფაქტია, რომ მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში, აბრეუს შესაძენად გადახდილი სატრანსფერო თანხის ჯამი სულ რაღაც €14,4 მილიონს შეადგენს. 42 წლის ფეხბურთელის დებიუტი ურუგვაის ნაკრებში 1996 წელს შედგა. მან ეროვნული გუნდის მაისურით 70 მატჩი ჩაატარა […]