უეფას ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის შეხვედრა ახლოვდება. საქართველოს ნაკრები პირველ ტურში ნორვეგიას ბათუმში დაუპირისპირდება. მატჩი 28 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ნორვეგიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა – სტალე სოლბაკენმა, მარტის სანაკრებო მატჩებისთვის ნორვეგიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში ისეთ ცნობილ და გამოცდილ ფეხბურთელებს ვიხილავთ, როგორებიც არიან: ერლინგ ჰოლანდი, მარტინ ოდეგორი, ალექსანდრ სორლოტი […]