ბრინჯაოსთვის ბრძოლაში სანდრო ბაზაძე კორეელ მეტოქესთან დამარცხდა (ვიდეო)
ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერმა, სანდრო ბაზაძემ, ტოკიოს ზაფხულის ოლიპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა დათმო. ქართველი მოფარიკავე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში რეიტინგის მე-15 ნომერთან, იუნგვან კიმთან (სამხრეთ კორეა) 11:15 დამარცხდა. სანდრო ბაზაძემ ოლიმპიადაზე სულ 5 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან 3 მოიგო.
სანდრო ბაზაძე: “იმედია, ოლიმპიადაზე ოქროს მედალს მოვიპოვებ”
მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა (რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია სპორტის ამ სახეობაში) ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ მისი მიზანი პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვებაა. „სიმართლე გითხრათ, უფრო ოქროს მედალს ველოდებოდი და ამისთვის მომზადებული ვიყავი, მაგრამ წელს ევროპის ჩემპიონი გავხდი, მსოფლიოზე მესამეზე გავედი და ჩემი აზრით, კარგია შედეგებია. თუმცა, გაუმჯობესებას […]
სანდრო ბაზაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა
ქართველმა ხმლით მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ დიუსელდორფში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტოკიო 2020, I დღე – 5 ქართველი სპორტსმენიდან მედლისთვის ბრძოლას 2 განაგრძობს
ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს მონაწილეობა ხუთმა ქართველმა სპორტსმენმა – ნიკოლოზ ბასილაშვილმა (ჩოგბურთი), ლუხუმ ჩხვიმიანმა (ძიუდო), სანდრო ბაზაძემ (ფარიკაობა), ირაკლი რევიშვილმა (ცურვა) და ესკერხან მადიევმა (კრივი), მიიღო. მათგან მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილი და ესკერხან მადიევი განაგრძობენ. ჩოგბურთი – ნიკოლოზ ბასილაშვილის იოლი გამარჯვება ესპანელ მეტოქესთან მსოფლიოს 42-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ოლიმპიადა ესპანელ რობერტო კარბალეს ბაენასთან […]
სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან პრის გამარჯვებულია
2023 წლის პირველ მნიშვნელოვან ტურნირზე, ქართველმა მოფარიკავემ – სანდრო ბაზაძემ წარმატებულად იასპარეზა. ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა 29 წლის სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან პრის გამარჯვებული გახდა და მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. ხმლით ბრძოლის ფინალში, ბაზაძისა და იტალიელი ლუიჯი სალემეს დაპირისპირება შედგა, რომელშიც ბაზაძემ მეტოქე პირწმინდად დაჩაგრა და 15:8 დაამარცხა.
სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის გამარჯვებულია
ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე მსოფლიო თასზე (სატელიტი) ხმლით ფარიკაობაში, ვაჟთა შორის სანდრო ბაზაძემ პირველი ადგილი დაიკავა. ჯგუფურ ეტაპზე სანდრომ ექვსიდან ხუთი შეხვედრა მოიგო. მერვედფინალი – მუჰამედ ანასიზი (თურქეთი) 15-3 მეოთხედფინალი – სტეფანო ლუკეტი (არგენტინა) 15-7 ნახევარფინალი – ენვერ ილდირიმი (თურქეთი) 15-11 ფინალი – ჯეიმს ჰონეიბონი (დიდი ბრიტანეთი) 15-8 ხვალ პლოვდივში ქალთა შეჯიბრში ლიკა ჯიჯეიშვილი იასპარეზებს. […]