საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ, პირველი არხის ეთერში, მომავალ ევროპის ჩემპიონატზე მისი გუნდის მთავარ მიზანზე ისაუბრა: ,,ჩვენ არ ვაკეთებთ ხმამაღალ განცხადებებს, მოვლენებს წინასწარ არ ვუსწრებთ. ჯგუფურ ეტაპზე ნებისმიერი თამაში ჩვენთვის ფინალის ტოლფასია, ძალიან მოკლე ვადაში სამი ურთულესი მატჩი გველის, ამიტომ შემადგენლობის სიღრმე როტაციისთვის აუცილებელი იქნება. რაც შეეხება ოლიმპიადის საგზურს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, დაგეგმვით […]