უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის 1/4-ფინალური ეტაპის შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისრაელს დაუპირისპირდება, ქართველთა მეათე ნომერმა, გიორგი მოისწრაფიშვილმა კომენტარი გააკეთა. “რთული მატჩის მოლოდინი გვქვს, რადგანაც ისრაელის ძალები კარგად ვიცით. მიუხედავად ამისა, გამარჯვება და ჩვენი გულშემატკივრის გახარება გვსურს. გვინდა, რომ ისევ ჩვენს ქომაგებთან ერთად ვიზეიმოთ წარმატება. ის დამატებითი დასვენების დღე, რომელიც მეტოქესთან შედარებით გვქონდა, […]