საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ეროვნული ნაკრების ოფიციალური გვერდების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის A ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაზე, ნიდერლანდები – საქართველო, ყველა ბილეთი გაყიდულია. A ჯგუფში ჩატარებული 2 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 4 ქულა აქვს და პირველ პოზიციას იკავებს, ამ მატჩში სულ მცირე 1 ქულის მოპოვების შემთხვევაში კი ჯგუფიდან გასვლას გაინაღდებს. საქართველოსა […]
“ევროპული ფეხბურთის ელიტაში თამაში შეუძლია” – უცხოური მედია საბა საზონოვს ვრცელ სტატიას უძღვნის
საქართველოს 21-წლამდელთა და ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა საზონოვის შესახებ ინდონეზიურმა ვებ-გვერდმა idntimes.com-მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა და მისი კარიერის ევროპულ პერსპექტივას გაუსვა ხაზი. “საბა საზონოვი, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კედელი, რომელსაც შეუძლია ევროპის ელიტარულ ლიგაში გადასვლა” – ასე სათაურდება სტატია, რომელიც შემდეგი შინაარსისაა: “ისევე, როგორც საქართველოს ნაკრებში მის უფროს თანაგუნდელებს, საბა საზონოვსაც სჭირდება ფართო საზოგადოების ყურადღება. მისი […]
ინგლისთან მატჩისთვის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 15 ნოემბერს, ბათუმში, ამხანაგურ მატჩში ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლებს. რამაზ სვანაძემ ამ მატჩისთვის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 22 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთა ჩამონათვალიც ასე გამოიყურება მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო). მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (პრაღის სპარტა, ჩეხეთი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი, ესპანეთი), ლევან ხარაბაძე […]
UEFA დინამო არენაზე შესრულებულ საქართველოს ჰიმნს გამოეხმაურა | VIDEO
უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა, “დინამო არენაზე” ტურნირის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით საქართველოსა და ბელგიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის დროს შესრულებული ჰიმნის კადრები გამოარჩია. ტურნირის ოფიციალურ გვერდზე სავსე “დინამო არენას” კადრები გავრცელდა, როცა ფეხბურთელები, ნაკრების წევრები და გულშემატკივარი ეროვნულ ჰიმნს ერთხმად ასრულებენ. საქართველოს ეროვნული გუნდი ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში ნიდერლანდების […]
გულშემატკივრების გამოკითხვაში ზურიკო დავითაშვილის გოლი ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდა
უეფას ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის A ჯგუფის მესამე ტურში, ნიდერლანდების ნაკრების კარში ზურიკო დავითაშვილის მიერ გატანილი გოლი უეფას გამოკითხვაში გულშემატკივრებმა მეორე ადგილზე დაასახელეს. გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, რომელიც UEFA-ს ვებ-გვერდზე ჩატარდა, დავითაშვილის გოლი ევროპელმა გულშემატკივრებმა ხმის მიცემის შედეგად მეორე პოზიციაზე გავიდა. 22 წლის ქართველზე წინ მხოლოდ პორტუგალიელი ჟოაო ნევეშის გოლი გავიდა, რომელმაც ბელგიელთა კარის […]
რამაზ სვანაძე ინგლისთან მატჩზე: “გადამწყვეტი როლი ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მზადყოფნას ექნება”
2021 წლის ბოლო შეხვედრის წინ, საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა და ინგლისთან ამხანაგური დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. “რთული თამაში გველის, თუმცა ამავდროულად საინტერესო. ბათუმის ახალ სტადიონზე, პირველ მატჩს ჩავატარებთ და მხარდაჭერის იმედი მაქვს, ვეცდებით, რომ სტადიონზე მოსული გულშემატკივარი გავახაროთ, ასევე ჩვენი თანამოქალაქეების ის ნაწილი, ვინც ტელევიზიით შეხედავს მატჩს. ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის ძალიან საინტერესო შეხვედრაა, […]
უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის, დასკვნით, მესამე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები A ჯგუფში, ნიდერლანდების ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს და პლეი-ოფში, თანაც პირველი ადგილით გასვლას შეეცდება. ცნობილია, რომ ამ მნიშვნელოვან შეხვედრაზე სლოვენიელი და ალბანელი მსაჯებისგან დაკომპლექტებული გუნდი იმუშავებს, რომელსაც რადე ობრანოვიჩი უხელმძღვანელებს. გვერდითი მსაჯები გრეგა კორდეჟი და ალექსანდარ კაშაპოვიჩი იქნებიან, ხოლო მეოთხე არბიტრი ჯუჩინ ჯაჩა […]
გიორგი გულიაშვილი: “დღეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი შედგა”
წლის ბოლო შეხვედრაში, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ბათუმის ახალ სტადიონზე, ინგლისელი თანატოლები ამხანაგურ დაპირისპირებაში – 3:2 დაამარცხეს. მატჩის შემდეგ, გამორჩეული გამარჯვების ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა, გიორგი გულიაშვილმა კომენტარი გააკეთა. “პირველად ვითამაშეთ ბათუმში ამ სტადიონზე, გულშემატკივარი მთელი თამაში ჩვენს გვერდით იყო და ძალიან დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვქონდა, ასეთი დონის მეტოქესთან პირველად ვითამაშეთ და […]
უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის, დასკვნით, მესამე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები A ჯგუფში, ნიდერლანდების ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ნაკრები გაიმარჯვებს, ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლას გაინაღდებს, თუმცა ამ მიღწევის დაფიქსირების შესაძლებლობა ფრის ან წაგების შემთხვევაშიც კი აქვს. მატჩამდე 1 საათით ადრე, ცნობილია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ასე გამოიყურება: […]
გიორგი ჭიაბრიშვილმა თბილისის ლოკომოტივი დატოვა
გიორგი ჭიაბრიშვილმა თბილისის “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას “რკინიგზელთა” ოფიციალური გვერდი ავრცელებს. “გიორგი ჭიაბრიშვილმა ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არსებული კონტრაქტი აღარ გაგრძელდა. გიორგი – დიდი მადლობა ჩვენთან გატარებული პერიოდისთვის და იმ უსაზღვრო ემოციებისთვის რომელიც ერთად გვქონდა! წარმატებები”, – წერს “ლოკომოტივი”. “საბურთალოს” და “ზესტაფონის” ყოფილი მწვრთნელი “ლოკომოტივში” 2020 წლის ივლისში დაინიშნა […]
უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელსაც საქართველო და რუმინეთი მასპინძლობენ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლა და სადებიუტო ტურნირზევე 1/4-ფინალამდე მიღწევა მოახერხა. ტურნირზე წაუგებლად და წარმატებით სვლაში ერთ-ერთი გამორჩეული ქართველთა შემადგენლობაში გუნდის ვიცე-კაპიტანი ზურიკო დავითაშვილია, რომლის ტრანსფერიც ფრანგულმა “ბორდომ” რამდენიმე დღის წინ “დინამო ბათუმიდან” გამოისყიდა. ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაშის შედეგად, 22 წლის ქართველი ფეხბურთელის მიმართ […]
ევრო 2023: ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი შეიცვალა
ევროპის 2023 წლის 21-წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის ორიდან ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა საქართველო გახლავთ. უეფას ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მასპინძელი თავდაპირველად სამი ქართული ქალაქი, თბილისი, ბათუმი და ფოთი უნდა ყოფილიყო, ბოლოს დადასტურებული ინფორმაციით კი ეს უკანასკნელი შეიცვალა და მის ნაცვლად ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს ქუთაისი უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. “თავდაპირველად ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად […]