Marca: “ქოჩორაშვილი ეგზოტიკური ქვეყნიდანაა – ლა ლიგაში მესამე ქართველმა ითამაშა”
წამყვანმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გამოჩენილი ახალგაზრდა ფეხბურთელების შესახებ დაწერა. მადრიდულმა გამოცემამ პრიმერა დივიზიონის დებიუტანტების სია გამოაქვეყნა და მათ შორის გიორგი ქოჩორაშვილიც გამოარჩია. 21 წლის ქართველი ფეხბურთელი საინტერესო კონტექსტში მოიხსენიეს, ესპანელების აზრით, ის ეგზოტიკური ქვეყნიდანაა. “გლობალიზაციის პროცესის დამსახურებით, ესპანეთში ბევრი უცხო და ეგზოტიკური ქვეყნის მოქალაქე ფეხბურთელი ჩამოდის, შემდეგ ზოგიერთი მათგანი ჩვენს მოქალაქეობასაც […]
რამაზ სვანაძე ინგლისთან მატჩზე: “გადამწყვეტი როლი ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მზადყოფნას ექნება”
2021 წლის ბოლო შეხვედრის წინ, საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა და ინგლისთან ამხანაგური დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. “რთული თამაში გველის, თუმცა ამავდროულად საინტერესო. ბათუმის ახალ სტადიონზე, პირველ მატჩს ჩავატარებთ და მხარდაჭერის იმედი მაქვს, ვეცდებით, რომ სტადიონზე მოსული გულშემატკივარი გავახაროთ, ასევე ჩვენი თანამოქალაქეების ის ნაწილი, ვინც ტელევიზიით შეხედავს მატჩს. ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის ძალიან საინტერესო შეხვედრაა, […]
ინგლისთან მატჩისთვის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 15 ნოემბერს, ბათუმში, ამხანაგურ მატჩში ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლებს. რამაზ სვანაძემ ამ მატჩისთვის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 22 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთა ჩამონათვალიც ასე გამოიყურება მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო). მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (პრაღის სპარტა, ჩეხეთი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი, ესპანეთი), ლევან ხარაბაძე […]
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას 12 ნოემბერს, თბილისში გამართავს. მიხეილ მესხის სახელობის არენაზე 21-წლამდელები სლოვაკ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. ვასილ მაისურაძემ აღნიშნული შეხვედრისთვის გუნდში 23 ფეხბურთელს უხმო. რჩეული ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებისგან შემდგარი გუნდის შემადგენლობა ასეთია: მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (თბილისის “ლოკომოტივი”), დავით კერესელიძე (“გაგრა”), ლუკა სანიკიძე (“თელავი”). მცველები: დავით კობოური (“დინამო თბილისი”), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (თბილისის […]
ევრო 2023: ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი შეიცვალა
ევროპის 2023 წლის 21-წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის ორიდან ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა საქართველო გახლავთ. უეფას ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მასპინძელი თავდაპირველად სამი ქართული ქალაქი, თბილისი, ბათუმი და ფოთი უნდა ყოფილიყო, ბოლოს დადასტურებული ინფორმაციით კი ეს უკანასკნელი შეიცვალა და მის ნაცვლად ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს ქუთაისი უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. “თავდაპირველად ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად […]
გია ცეცაძე: “ჯერ მხოლოდ 4 ვარჯიში ჩავატარე, მაგრამ კმაყოფილი ვარ”
გამოცდილმა ქართველმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ უკრაინის პრემიერლიგაში “ლვოვს” პირველად უხელმძღვანელა და “კარპატთან” დერბიში ფრე – 1:1 ითამაშა. პირველი უცხოური მატჩის დასრულების შემდეგ, 45 წლის სპეციალისტმა გუნდის პრესსამსახურს ესაუბრა. “მოედანზე მოსაგებად გავედით, ჩვენი მიზანი 3 ქულის მოპოვება იყო. მიუხედავად იმისა, რომ გუნდთან მხოლოდ ოთხი ვარჯიში ჩავატარე, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ. შესვენების შემდეგ, ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად მოდუნდნენ, ასევე […]
თელავისა და დინამოს მატჩი აღარ გადაიდება – შეხვედრა თავდაპირველად დათქმულ დროს გაიმართება
საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა, რომელიც “თელავსა” და “დინამო თბილისს” შორის უნდა გაიმართოს, ჩატარების თარიღს უკვე მეორედ იცვლის. თავდაპირველად, შეხვედრის გამართვის თარიღად 20 მარტი იყო გამოცხადებული, თუმცა კახეთში დაგეგმილი მატჩის მასპინძლების წარმომადგენლებს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდათ და გუნდებმა თამაშის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და “დინამო თბილისის” თანხმობის შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრა 26 […]
გიორგი ჭიაბრიშვილმა თბილისის ლოკომოტივი დატოვა
გიორგი ჭიაბრიშვილმა თბილისის “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას “რკინიგზელთა” ოფიციალური გვერდი ავრცელებს. “გიორგი ჭიაბრიშვილმა ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არსებული კონტრაქტი აღარ გაგრძელდა. გიორგი – დიდი მადლობა ჩვენთან გატარებული პერიოდისთვის და იმ უსაზღვრო ემოციებისთვის რომელიც ერთად გვქონდა! წარმატებები”, – წერს “ლოკომოტივი”. “საბურთალოს” და “ზესტაფონის” ყოფილი მწვრთნელი “ლოკომოტივში” 2020 წლის ივლისში დაინიშნა […]
გიორგი გულიაშვილი: “დღეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი შედგა”
წლის ბოლო შეხვედრაში, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ბათუმის ახალ სტადიონზე, ინგლისელი თანატოლები ამხანაგურ დაპირისპირებაში – 3:2 დაამარცხეს. მატჩის შემდეგ, გამორჩეული გამარჯვების ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა, გიორგი გულიაშვილმა კომენტარი გააკეთა. “პირველად ვითამაშეთ ბათუმში ამ სტადიონზე, გულშემატკივარი მთელი თამაში ჩვენს გვერდით იყო და ძალიან დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვქონდა, ასეთი დონის მეტოქესთან პირველად ვითამაშეთ და […]