2021 წლის ბოლო შეხვედრის წინ, საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა და ინგლისთან ამხანაგური დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. “რთული თამაში გველის, თუმცა ამავდროულად საინტერესო. ბათუმის ახალ სტადიონზე, პირველ მატჩს ჩავატარებთ და მხარდაჭერის იმედი მაქვს, ვეცდებით, რომ სტადიონზე მოსული გულშემატკივარი გავახაროთ, ასევე ჩვენი თანამოქალაქეების ის ნაწილი, ვინც ტელევიზიით შეხედავს მატჩს. ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის ძალიან საინტერესო შეხვედრაა, […]