საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე ქობულეთის “შუქურამ” “დინამო თბილისი” ისტორიაში პირველად დაამარცხა (1:0) და ასპარეზობას გამოთიშა. აღნიშნული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი გამორჩეული ეპიზოდი 74-ე წუთზე დაფიქსირდა, როცა აჭარული კლუბის სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა. ბურთთან ტრადიციულად გუნდის კაპიტანი, გიორგი ჩელებაძე მივიდა, რომელმაც მართალია 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა და გოლის გატანა შეძლო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს წესების დარღვევით გააკეთა. […]