საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის განცხადება გაავრცელა. “ჩვენი გუნდის სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ ადამიანს, ვინც განვლილი დღეების მანძილზე მხარი დაგვიჭირა, იქნებოდა ეს სტადიონზე, თუ მის ფარგლებს გარეთ. გამარჯვების და მარცხის შემდეგ ერთნაირად ვგრძნობდით თქვენ სიყვარულს – ვთვლით, რომ ჩვენი ნაკრების მთავარი შედეგიც ალბათ ეს არის. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, […]
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კვიპროსის წინააღმდეგ ცნობილია
დღეს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები კვიპროსს ესტუმრება. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება. ვილი სანიოლის გუნდის ძირითადი შემადგენლობა დღევანდელი შეხვედრისთვის ასე გამოიყურება: მამარდაშვილი – კაკაბაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, აზაროვი, კვეკვესკირი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე. საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯერჯერობით ერთი მატჩი აქვს ჩატარებული – პირველ ტურში ,,ჯვაროსნებმა” ნორვეგიას უმასპინძლეს და ფრედ, […]
სანიოლი: ,,ეროვნული ნაკრების თითოეული თამაში მნიშვნელოვანია, მათ შორის ამხანაგური შეხვედრები”
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მაროკოსთან ამხანაგურ მატჩამდე ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ არენაზე გამართა. შარჯას სტადიონზე ჩვენმა გუნდმა 21 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელიც ნაკრებს კლუბში მიღებული ტრავმით შეუერთდა. ფეხბურთელი ამ მიზეზით მაროკოსთან მატჩს გამოტოვებს. შარჯაში ვარჯიშის დასრულების შემდეგ, მაროკოს ნაკრებთან გასამართ ამხანაგურ მატჩთან დაკავშირებით ვილი სანიოლმა ისაუბრა. 💬 ვილი სანიოლი […]
საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში მაროკოს დაუპირისპირდება
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო შეხვედას 17 ნოემბერს, მაროკოს წინააღმდეგ გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი შეხვედრას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ჩაატარებს. აღნიშნული დაპირისპირება, თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ მაროკოს ნაკრები ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა. აფრიკელები ფიფას რეიტინგში 22-ე ადგილზე იმყოფებან. საქართველოს ეროვნული ნაკრები 14 ნოემბერს თბილისში შეიკრიბება, მომდევნო დღეს კი, ჩვენი გუნდი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრება.
საქართველოს ნაკრების სამივე გოლი ჩრდილოეთ მაკედონიასთან | VIDEO
წიტაიშვილი: “გუშინ ტრიბუნებმა გამარჯვების სურვილი გააორმაგა”
გიბრალტართან მოგებული (4:0) მატჩის შემდეგ, გიორგი წიტაიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა. “ქართველებს უყვართ ფეხბურთი და ეროვნულ ნაკრებს მთელი გულით გულშემატკივრობენ. ⠀ ჩვენ გუნდს გამარჯვების სურვილი და მოტივაცია სულ აქვს, თუმცა გუშინ ტრიბუნებმა ეს ყველაფერი გააორმაგა. გულშემატკივრებო, მადლობა ამ ძლიერი მხარდაჭერისთვის. ⠀ ვოცნებობ საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე მუდამ ასეთი სავსე ტრიბუნები იყოს.” […]
დინამო არენაზე ერთა ლიგის დღის დასწრების რეკორდი დამყარდა
“დინამო არენაზე”, საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებების მატჩში, ერთა ლიგის სათამაშო დღის საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა. C ლიგის პირველ შეხვედრას თბილისში 44 000-მდე ადამიანი დაესწრო, რაც გუშინდელ მატჩებს შორის რეკორდული იყო. საქართველოს შემდეგ, ყველაზე მეტი გულშემატკივარი სტადიონზე ესპანეთისა და პორტუგალიის შეხვედრაზე (41 500) მივიდა. შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდმა შინ გიბრალტარი 4:0 ხვიჩა კვარაცხელიას, გურამ კაშიას, გიორგი […]
საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონის მატჩებისთვის უკვე სრული შემადგენლობით ემზადება. ვაკო ყაზაიშვილმა გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 29 ფეხბურთელი იყო ჩართული. 1 ივნისს საქართველოს და გიბრალტარის ნაკრებთა ვარჯიში დინამო არენაზე გაიმართება. საქართველოს ნაკრების სია ერთა ლიგის მატჩებისთვის მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო) […]
ნიკა კვეკვესკირი: “მიზანი იგივეა – გავიდეთ ერთა ლიგის პლეი-ოფში”
უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, ნიკა კვეკვესკირმა კომენტარი გააკეთა. “სანაკრებო ფეხბურთის ისტორიაში პირველად არის მატჩები ასე ერთმანეთს მიწყობილი. ფაქტობრივად არ გვაქვს დრო აღდგენისთვის. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს ეტაპი, რათა კარგად მოვემზადოთ. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ფეხბურთელია შეკრებაზე. 10 დღეში მოგვიწევს ოთხი თამაშის ჩატარება და შეუძლებელია ბევრი კვალიფიციური ფეხბურთელის და ოპტიმალური როტაციის გარეშე […]
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგისთვის მზადება დაიწყო
24 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის გათამაშებისთვის მზადება დაიწყო. ერთა ლიგის ოთხი მატჩისთვის ვილი სანიოლის გუნდში 29 ფეხბურთელია გამოძახებული. საწვრთელი პროცესის დაწყების პირველ დღეს მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 11 ფეხბურთელი იყო. ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ფეხბურთელებმა არასრული დატვირთვით ივარჯიშეს. საქართველოს ნაკრების ლეგიონერები სრული შემადგენლობით ნაკრებს მომდევნო დღეებში შეურთდებიან. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე მოთამაშეები […]
კაშია: “დაცვით ფაზაში ორგანიზებულები ვართ, მაგრამ წინ უფრო გამბედავად უნდა ვთამაშობდეთ”
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, მარტის სანაკრებო ფანჯრის ფარგლებში, მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდი ტირანაში ალბანეთის ნაკრებს ესტუმრა და დაუმარცხებელი სერია ხუთ მატჩამდე გაზარდა. ტირანაში ჩატარებული შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თუმცა გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა. ვილი სანიოლის გუნდმა ზედიზედ მეოთხე მატჩში შეინახა მშრალად კარი, რომელსაც ამჯერად გიორგი მამარდაშვილი იცავდა. ალბანეთთან გამართული მატჩი შეაფასა გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ. “დაცვით ფაზაში […]
ვილი სანიოლი: “გუნდში კარგი ატმოსფეროა, კმაყოფილი და ბედნიერი ვარ”
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, მარტის სანაკრებო ფანჯრის ფარგლებში, მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდი ტირანაში ალბანეთის ნაკრებს ესტუმრა და დაუმარცხებელი სერია ხუთ მატჩამდე გაზარდა. ტირანაში ჩატარებული შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თუმცა გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა. ვილი სანიოლის გუნდმა ზედიზედ მეოთხე მატჩში შეინახა მშრალად კარი, რომელსაც ამჯერად გიორგი მამარდაშვილი იცავდა. ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ესპანეთთან თამაშმა აჩვენა, რომ […]