საქართველოს ნაკრებს ირლანდიასთან ერთ-ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება
საქართველოს ნაკრები 2 დღეში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს ირლანდიასთან გამართავს. ქართველი ფეხბურთელები უკვე გაემგზავრნენ დუბლინში, სადაც ვლადიმერ ვაისის განკარგულებაში 25-ის ნაცვლად, 23 ფეხბურთელია. საქმე იმაშია, რომ ჯანო ანანიძემ და ჯიმი ტაბიძემ შვეიცარიასთან წაგებულ თამაშში (0:2) ტრავმა მიიღეს და სამშობლოში დარჩენა მოუწიათ. საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებებს შორის დაპირისპირება 26 მარტს, თბილისის დროით 23:45-ზე […]
ოთარ კაკაბაძე მძიმე ტრავმას გადაურჩა
საქართველოს ეროვნული ნაკრებმა წლის ბოლო შეხვედრა ხორვატიასთან გამართა და 1:2 წააგო. ამხანაგურ მატჩში ქართველები გიორგი პაპუნაშვილმა დააწინაურა, რის შემდეგაც ვაისის გუნდმა ორი უპასუხო გოლი გაუშვა. შეხვედრის პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო ოთარ კაკაბაძემ, რომელიც რებიჩთან ორთაბრძოლისას დაშავდა. 24 წლის მარჯვენა მცველმა ეპიზოდის შემდეგ თამაში ვეღარ გააგრძელა. საბედნიეროდ, ოთარის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. ქართველი ფეხბურთელი ამის შესახებ […]
მხითარიანმა პენალტით წონასწორობა აღადგინა (ვიდეო)
სანიოლი პირველი კომენტარი – ქართული ფეხბურთის ისტორიას ერთად დავწერთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ფრანგი სპეციალისტი “ჯვაროსნებს” სათავეში უახლოეს დღეებში ჩაუდგება სანიოლმა მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების შემდეგ, ქართველ გულშემატკივარს მიმართა: “მოგესალმებით, მე გახლავართ ვილი სანიოლი. მე წილად მხვდა პატივი, რომ შემდეგი კვირიდან თქვენი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიყო. სფფ-ის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებმა და ნაკრების მოთამაშეების პოტენციალმა დამარწმუნა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში […]
გურამ კაშია: “თუ საჭირო იქნება, მათ მხარში ისევ დავუდგები”
გურამ კაშია 2017 წელს, არნემის “ვიტესში” თამაშის დროს, ერედივიზიონის ერთ-ერთ მატჩში მოედანზე LGBT დროშის ფერებში გამოვიდა. როგორც იცით, საქართველოში მაშინ ქართველი ფეხბურთელის ეს გადაწყვეტილება ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა. გურამმა მომხდარი გაიხსენა და თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, იგივეს მომავალშიც გააკეთებს. “ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან რთული პერიოდი იყო, მაგრამ უმცირესობას მხარში კიდევ დავუდგები, თუ ამის საჭიროება იქნება,” […]
“ფქვილის კრიზისია და ხორბალი დავთესოთ” – რას წერს ბოსნიელი ქომაგი საქართველოსთან მარცხზე
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა – ვილი სანიოლის გუნდმა სტუმრად ბოსნია-ჰერცეგოვინა 0:1, ბუდუ ზივზივაძის გოლით დაამარცხა. “ჯვაროსნებთან” წაგების შემდეგ სოციალურ ქსელებში საკუთარი ნაკრები არაერთმა ბოსნიელმა გულშემატკივარმა გააკრიტიკა. “ბიჭები ამას მიჩვეულები არიან, ჩვენი თამაში უკვე გულის ამრევია.” “როგორ არ გრცხვენიათ.” “თქვენ გაანადგურეთ ის ერთადერთი, რაც ამ ქვეყანაში ხალხს სიამოვნებას ანიჭებდა. გრცხვენოდეთ ყველას.” “ჩვენ მივეკუთვნებით […]
ანდორას ნაკრების მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტია
ანდორას ნაკრების მწვრთნელმა – კოლდო ალვარესმა, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი ნაკრები უძლური იყო და ვერაფერს მოთხოვდა მის ფეხბურთელებს, რადგან საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერია. კოლდო ალვარესი: “საქართველოს ნაკრები ძალიან კარგად ასპარეზობს ერთა ლიგაზე და მიმაჩნია, რომ ისინი ერთა ლიგის ერთ-ერთი ლიდერები არიან. მგონია, რომ თუ ასე განაგრძო პროგრესი ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა ნაკრებმა, ისინი მოახერხებენ ევროპის […]
ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების განაცხადი დაასახელა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. უახლოესი ორი შეხვედრისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 27 ფეხბურთელი გამოიძახა. შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია: მოსკოვის ლოკომოტივის 18 წლის ქართველი ლეგიონერი – ხვიჩა კვარაცხელია. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და გიბრალტარს შორის, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო […]
გიორგი ჩაკვეტაძის ყველა გოლი საქართველოს ნაკრებში (ვიდეო)
ჩრდილოეთ მაკედონიის შემადგენლობა საქართველოსთან ცნობილია
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფინალური მატჩი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის 12 ნოემბერს თბილისში გაიმართება. სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ფინალისთვის საქართველოში ჩამოვლენ. მეკარეები: სტოლე დიმიტრიევსკი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), მარტინ ბოგატინოვი (ეთნიკოსი, კვიპროსი), დამიან შიშკოვსკი (დოქსა, კვიპროსი), დანიელ ბოჟინოვსკი (სილეკსი). მცველები: ვისარ მუსლიუ (ფეჰერვარი, უნგრეთი), ეზგიან ალიოსკი (ლიდსი, ინგლისი), […]
საქართველოს ნაკრებმა ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა (ფოტო)
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს ახალი ფორმებით ხვდება. ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურ გვერდზე ახლახანს “ჯვაროსნების” სათამაშო მაისური წარადგინა. ჩვენი ნაკრების ახალი ფორმები კვლავაც Adidas-ის მიერ არის დამზადებული, მისი მთავარი ფერები – წითელი და თეთრი კი არ შეიცვლება. 👕 ჩვენი ახალი სათამაშო ფორმა 🇬🇪 Posted by საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation on ოთხშაბათი, 24 […]
ოფიციალურად: საქართველოს ნაკრებს კიტეიშვილი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრებს სექტემბერში ჩასატარებელ მატჩებში ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადების თანახმად, 26 წლის ნახევარმცველი კოსოვოსთან შეხვედრის პირველ წუთებზე მიღებული ტრავმის გამო, ესპანეთთან და ბულგარეთთან გასამართ თამაშებს გამოტოვებს. ვილი სანიოლის გუნდი ესპანეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა. მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო) მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, […]