მორიგი ტრავმა – საქართველოს ნაკრებს ნახევარმცველი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრებმა ტალინში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა. სამწუხაროდ, ვლადიმირ ვაისის გუნდს ესტონეთთან მატჩამდე მორიგი ფეხბურთელი გამოაკლდა. საწვრთნელ პროცესებში მცირე დაზიანება მიიღო ვაკო გვილიამ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტის თანახმად, 26 წლის ნახევარმცველი ესტონეთთან ვერ ითამაშებს და თბილისში დარჩება. სასიხარულოა, რომ გვილიას ტრავმა სერიოზული არ არის. დიდი ალბათობით, ის 8 ოქტომბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან სათამაშოდ მზად იქნება.
მუჯირი – საქართველოს ნაკრები შემოდგომაზე ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
„სექტემბერსა და ნოემბერში საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს“, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხთან ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განაცხადა. მისი თქმით, იყო სხვადასხვა შემოთავაზება და საბოლოო ვარიანტი, ფაქტობრივად, შეთანხმებულია. „ევროპაში ძალიან ცოტა გუნდია, რომელიც ჩვენსავით ხუთგუნდიან ჯგუფშია და ისვენებს. 99 პროცენტით გადაწყვეტილია სექტემბრის და ნოემბრის მეტოქეები. სავარაუდოდ, სექტემბერში ბულგარეთს შევხვდებით. ჯერ გადაწყვეტილი არ […]
მუჯირი: “არ არის გამორიცხული, რომ ნაკრები დროებითმა მწვრთნელმა ჩაიბაროს”
საქართველოს პირველი არხთან ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის შერჩევასთან დაკავშირებულ სირთულეებზე ილაპარაკა. „ოფიციალურ მატჩებამდე ორი თვეა დარჩენილი, მაგრამ, ასევე ორი თვე გავიდა, რაც მთავარი მწვრთნელი არ გვყავს. ყველაზე მეტად ჩვენ ვართ დაინტერესებულები, რომ ახალი მწვრთნელი დავნიშნოთ. ეპიდმდგომარეობა პროცესსს კიდევ უფრო ართულებს. კანდიდატების გაფართოებული სია გვქონდა, როგორც უცხოელების, ასევე ქართველების. ხელს ისიც […]
მხარდაჭერა სანაიას – ნაკრების ფეხბურთელებმა ამირანი გაამხნევეს
საქართველოს ნაკრები უზბეკეთს პირველი ტაიმის შემდეგ 1:0-ს ამარცხებს. გოლის გატანა დავით ვოლკოვმა მოახერხა. მატჩის დაწყებამდე “ჯვაროსნებმა” ქართველ ფეხბურთელს, ამირან სანაიას მხარდაჭერა გამოუცხადეს. ფრანგული “როდეზის” მცველს 32 წლის ასაკში სიმსივნე დაუდგინდა. აქვე გეტყვით, რომ ამირან სანაიას საქართველოს ნაკრებში 6 თამაში აქვს ჩატარებული. ბოლოს მან “ჯვაროსნების” რიგებში 2009 წელს ითამაშა.
მხითარიანმა პენალტით წონასწორობა აღადგინა (ვიდეო)
ნიკა კვეკვესკირი: “მიზანი იგივეა – გავიდეთ ერთა ლიგის პლეი-ოფში”
უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, ნიკა კვეკვესკირმა კომენტარი გააკეთა. “სანაკრებო ფეხბურთის ისტორიაში პირველად არის მატჩები ასე ერთმანეთს მიწყობილი. ფაქტობრივად არ გვაქვს დრო აღდგენისთვის. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს ეტაპი, რათა კარგად მოვემზადოთ. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ფეხბურთელია შეკრებაზე. 10 დღეში მოგვიწევს ოთხი თამაშის ჩატარება და შეუძლებელია ბევრი კვალიფიციური ფეხბურთელის და ოპტიმალური როტაციის გარეშე […]
ოთარ კაკაბაძე მძიმე ტრავმას გადაურჩა
საქართველოს ეროვნული ნაკრებმა წლის ბოლო შეხვედრა ხორვატიასთან გამართა და 1:2 წააგო. ამხანაგურ მატჩში ქართველები გიორგი პაპუნაშვილმა დააწინაურა, რის შემდეგაც ვაისის გუნდმა ორი უპასუხო გოლი გაუშვა. შეხვედრის პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო ოთარ კაკაბაძემ, რომელიც რებიჩთან ორთაბრძოლისას დაშავდა. 24 წლის მარჯვენა მცველმა ეპიზოდის შემდეგ თამაში ვეღარ გააგრძელა. საბედნიეროდ, ოთარის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. ქართველი ფეხბურთელი ამის შესახებ […]
ოთარ კიტეიშვილი – საქართველოს ნაკრებს მარტში მეტის მიღწევა შეეძლო
Toggle navigation LIVE FB LIVE ოთარ კიტეიშვილი – საქართველოს ნაკრებს მარტში მეტის მიღწევა შეეძლო #1TVSPORT 11:03, 12.04.2021 გრაცის „შტურმმა“ ნავსი გატეხა, ბუნდესლიგაში ზედიზედ 10 მოუგებელი საშინაო მატჩის შემდეგ „ტიროლი“ 3:2 დაამარცხა და ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების იმედი რეალური გახდა. გუნდის ქართველი ლიდერი ოთარ კიტეიშვილი იმედოვნებს, რომ წელს ევროსაგზურს მოიპოვებენ. „უკვე მესამე წელია ბუნდესლიგას ვთამაშობ. ახლა ჩვენ ბევრი კარგი მოთამაშეც გვყავს და დროა, […]
ოფიციალურად – საქართველოს ნაკრებს ფრანგი მწვრთნელი უხელმძღვანელებს
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, ფრანგი სპეციალისტი – ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. 43 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 15 თებერვალს დაამტკიცა. ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი […]
ოფიციალურად: საქართველოს ნაკრებს კიტეიშვილი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრებს სექტემბერში ჩასატარებელ მატჩებში ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადების თანახმად, 26 წლის ნახევარმცველი კოსოვოსთან შეხვედრის პირველ წუთებზე მიღებული ტრავმის გამო, ესპანეთთან და ბულგარეთთან გასამართ თამაშებს გამოტოვებს. ვილი სანიოლის გუნდი ესპანეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა. მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო) მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, […]