ლევან მჭედლიძე: “მთელი გულით თქვენს გვერდით ვარ ბიჭებო”
დღეს, 8 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს დაუპირისპირდება. ისტორიულ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, “ჯვაროსნების” ყოფილმა შემტევმა ლევან მჭედლიძემ სოციალურ ქსელში ქართველი ფეხბურთელებისადმი მხარდასაჭერი პოსტი გამოაქვეყნა. “დღეს პირველუ ნაბიჯი უნდა გადაიდგას ოცნების ასრულებისთვის. წარმატებები ბიჭებო! მთელი გულით თქვემს გვერდით ვარ,” – დაწერა ლევანმა. საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის შეხვედრა 20 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, […]
დანაკლისი – საქართველოს ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ბელარუსთან მატჩამდე ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ვლადიმირ ვაისის გუნდს ხვალ გასამართ უმნიშვნელოვანეს თამაშში გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა 17 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე “რაპიდთან” ტრავმა მიიღო და როგორც ჩანს, დაზიანება გიორგიმ ბოლომდე ვერ მოირჩინა.
გიორგი გახარია: “საქართველო-ბელარუსის მატჩზე მეც სტადიონზე ვიქნებოდი”
დაშვებული რომ ყოფილიყო, მეც ვიქნებოდი თამაშზე, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რაც უნდა გავითვალისწინოთ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ფეხბურთელების მოტივაცია კიდევ უფრო მეტი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბელარუსი-საქართველოს მატჩთან დაკავშირებით განაცხადა. „სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ფეხბურთის ჩვენი გულშემატკივრები ბევრად უფრო მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით არიან აღჭურვილი, ვიდრე ბევრი პოლიტიკოსი. ხშირად, პოლიტიკური პროცესი […]
საქართველოსა და ბელარუსის მატჩს ვიდეორეფერი მოემსახურება
8 ოქტომბერს ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება. UEFA-ს გადაწყვეტილებით, “ჯვაროსნებისთვის” პრინციპულ მატჩს ვიდეორეფერი მოემსახურება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც “დინამო არენაზე” VAR-ის სისტემა იმუშავებს. გარდა ამისა, UEFA-ს ოფიციალური გვერდის თანახმად, საქართველო-ბელარუსის მატჩის მთავარი არბიტრი ჯუნეით ჩაქირი იქნება. შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება “დინამო არენა” 8 ოქტომბერს, 20 საათზე დაიწყება.
ამირან გამყრელიძე: “ჩემი რეკომენდაციაა, რომ თამაში მაყურებელის გარეშე ჩატარდეს”
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ საქართველო-ბალარუსის მატჩი მაყურებლის გარეშე უნდა ჩატარდეს. როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული რეკომენდაციაზე უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზეც ისაუბრა. „ჩემი რეკომენდაცია დღევანდელ სხდომაზეც ვთქვი. ჩემი პირადი რეკომენდაცია არის, რომ თამაში უნდა ჩატარდეს მაყურებლის გარეშე. უეფა-მ სტადიონის საერთო მაყურებლის 30 პროცენტის დასწრების ნება დაგვრთო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ქვეყნებს […]
ეკატერინე ტიკარაძე: “საქართველო-ბელარუსის მატჩზე დასწრება რეკომენდებული არ არის”
დღეს საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 8 ოქტომბერს გასამართი მატჩის შესახებაც ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ UEFA-მ ერთა ლიგის ნახევარფინალში, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების დაპირისპირებაზე “დინამო არენას” 30%-ის შევსების უფლება გასცა. საბოლოო გადაწყვეტილება ადგილობრივმა მთავრობამ უნდა მიიღოს. “ვიმსჯელეთ და განვიხილეთ რისკები. 8 ოქტომბრამდე საბჭო კიდევ ერთხელ შეიკრიბება, რის შემდეგადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენი […]
კობიაშვილი: “დასწრების საკითხზე ოფიციალური გადაწყვეტილება ხვალ იქნება მიღებული”
8 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსთან უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს. UEFA-მ ერთა ლიგის ნახევარფინალებისთვის გულშემატკივარი სტადიონზე დაუშვა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ადგილობრივმა მთავრობამ უნდა მიიღოს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო ხვალ შეიკრიბება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, დაესწრება თუ არა მაყურებელი შეხვედრას. შეგახსენებთ, რომ UEFA-მ უფლება გასცა სტადიონის მხოლოდ 30%-ის შევსებას.
ბელარუსის ნაკრები თბილისში საუკეთესო ბომბარდირის გარეშე ჩამოდის
8 ოქტომბერს ერთა ლიგის ნახევარფინალში “დინამო არენაზე” ერთმანეთს საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა იმ 28 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, ვინც თბილისში გაემგზავრება. აღსანიშნავია, რომ ბელარუსს “ჯვაროსნებთან” ვერ დაეხმარება გუნდის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი და ნაკრების მოქმედი საუკეთესო ბომბარდირი, სტანისლავ დრაგუნი. როგორც ცნობილია, 32 წლის ნახევარმცველს კორონავირუსი აქვს, რის გამოც “ბატეში” დიდი […]
ყაზაიშვილი და კაშია დაბრუნდნენ – ვაისმა შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალისა და ერთა ლიგის ორი შეხვედრისთვის მზადებას იწყებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ოქტომბერში დაგეგმილი სამი მატჩისთვის 5 ოქტომბრიდან თბილისში შეიკრიბება. 8 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება. შეხვედრა დინამო არენაზე შედგება. 11 ოქტომბერს, ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა სომხეთსა და საქართველოს შორის ერევანში გაიმართება. 14 ოქტომბერს, ერთა ლიგის […]
ტრავმირებული ტაბიძე უფას ვარჯიშებსა და სამატჩო განაცხადშია
საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად სექტემბრის მატჩებში არ იმყოფება ჯიმი ტაბიძე. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 24 წლის ქართველ ფეხბურთელს ტრავმა აწუხებდა. ამის მიუხედავად, ტაბიძე 30 აგვისტოს, რუსეთის პრემიერლიგის მე-6 ტურის მატჩში სათადარიგო სკამზე იმყოფებოდა. View this post on Instagram Наш стартовый состав на матч #УфаДинамо 😷👊🏻 #фкУфа #МыУфа A post shared by ФК УФА / UFA FC […]
კვარაცხელიას შესანიშნავი სტატისტიკა ესტონეთთან
ერთა ლიგის C ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ესტონეთი 0:1 დაამარცხა. მორიგი საოცარი მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც კაჭარავას, ერთადერთი გოლის ეპიზოდში, ასისტი გაუკეთა. გარდა გოლში მონაწილეობისა, ხვიჩა სხვა მომენტებშიც აქტიური იყო, რასაც სტატისტიკა კარგად ასახავს. 1 საგოლე გადაცემა 35 ზუსტი პასი 70% პასების სიზუსტე 1 შექმნილი შანსი 3 დარტყმა 9 წარმატებული დრიბლინგი […]
მორიგი ტრავმა – საქართველოს ნაკრებს ნახევარმცველი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრებმა ტალინში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა. სამწუხაროდ, ვლადიმირ ვაისის გუნდს ესტონეთთან მატჩამდე მორიგი ფეხბურთელი გამოაკლდა. საწვრთნელ პროცესებში მცირე დაზიანება მიიღო ვაკო გვილიამ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტის თანახმად, 26 წლის ნახევარმცველი ესტონეთთან ვერ ითამაშებს და თბილისში დარჩება. სასიხარულოა, რომ გვილიას ტრავმა სერიოზული არ არის. დიდი ალბათობით, ის 8 ოქტომბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან სათამაშოდ მზად იქნება.