რა შემთხვევაში მოხვდება საქართველო სიკვდილის ჯგუფში?
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. კონტინენტის 20 საუკეთესო ქვეყანა A, B, C, D, E და F ჯგუფებში გადანაწილდა. მათ ერთა ლიგის 4 გამარჯვებული დაემატებათ. საქართველო, ერთა ლიგის D ჯგუფის მოგების შემთხვევაში, ევრო 2020-ის C ჯგუფში, ჰოლანდიის, უკრაინისა და ავსტრიის წინააღმდეგ ითამაშებს. თუმცა, არსებობს შანსი, რომ საქართველომ “სიკვდილის ჯგუფში”, საფრანგეთის, […]
საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის განცხადება გაავრცელა. “ჩვენი გუნდის სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ ადამიანს, ვინც განვლილი დღეების მანძილზე მხარი დაგვიჭირა, იქნებოდა ეს სტადიონზე, თუ მის ფარგლებს გარეთ. გამარჯვების და მარცხის შემდეგ ერთნაირად ვგრძნობდით თქვენ სიყვარულს – ვთვლით, რომ ჩვენი ნაკრების მთავარი შედეგიც ალბათ ეს არის. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, […]
როგორი შემადგენლობა დააყენა ვაისმა ირლანდიასთან ბოლო მატჩში?
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით ირლანდიას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:45-ზე ირლანდიაში, “ავივაზე” გაიმართება. სამწუხაროა, რომ საქართველოს ნაკრებს თავისი ისტორიის მანძილზე ირლანდიასთან არასდროს მოუგია – 9 მატჩი, 8 წაგება, 1 ფრე. რაც შეეხება აღნიშნული გუნდების ბოლო თამაშს, საქართველო და ირლანდია ერთმანეთს ბოლოს 2017 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდნენ. […]
რუბინის გენერალური დირექტორი: “ხვიჩა ნაკრებში მიდის და რუბინში რჩება”
“რუბინის” გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ცოტა ხნის წინ უცნაური კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების შეკრებაზე მიდის. “ყაზანის “რუბინს” კვარაცხელიას სანაცვლოდ არანაირი შეთავაზება არ მიუღია. ხვიჩა ახლა საქართველოს ნაკრების შეკრებაზე მიდის და “რუბინში” რჩება,” – განაცხადა საიმანოვმა. “რუბინის” წარმომადგენლის ეს განცხადება უცნაურია, რადგან ხვიჩას აგენტისა და თავად ფეხბურთელის თქმით, ტრავმის გამო ის სექტემბრის […]
რუბინის დირექტორი: “ჩემი ამოცანა კვარაცხელიას გაყიდვა არ არის”
ესპანეთთან ჩატარებული შესანიშნავი თამაშის შემდეგ, რუსულ მედიაში “რუბინის” გენერალური დირექტორის, რუსტემ სალმანოვის ახალი კომენტარი გამოქვეყნდა. “გაიზარდა თუ არა მისი სატრანსფერო ფასი გუშინდელი თამაშის შემდეგ? გულწრფელი რომ ვიყო, ფასებს საერთოდ არ ვუყურებ. კვარაცხელია რუბინში მყარად დამკვიდრდა, მე კი მომწონს მისი კარიერის განვითარება. ღირებულება რატომ უნდა გაიზარდოს? ჩემი ამოცანა მისი გაყიდვა და იმდენი ხნით შენარჩუნებაა, რამდენითაც შესაძლებელი […]
სადებიუტო გამოძახება – სანიოლმა ნაკრებში წიტაიშვილს უხმო
გიორგი წიტაიშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს. ვილი სანიოლმა 20 წლის ფეხბურთელს “ჯვაროსნების” სექტემბრის თვის მატჩებისთვის უხმო. როგორც ცნობილია, წიტაიშვილმა ხვიჩა კვარაცხელია ჩაანაცვლა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ “რუბინის” ვინგერს ტრავმა აქვს და ნაკრებს ამის გამო ვერ დაეხმარება. საქართველოს ეროვნული გუნდი 2 სექტემბერს ბათუმში კოსოვოს მიიღებს, 5 და 8 სექტემბერს კი ჯერ ესპანეთს დაუპირისპირდება, შემდეგ კი – […]
სანიოლი პირველი კომენტარი – ქართული ფეხბურთის ისტორიას ერთად დავწერთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ფრანგი სპეციალისტი “ჯვაროსნებს” სათავეში უახლოეს დღეებში ჩაუდგება სანიოლმა მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების შემდეგ, ქართველ გულშემატკივარს მიმართა: “მოგესალმებით, მე გახლავართ ვილი სანიოლი. მე წილად მხვდა პატივი, რომ შემდეგი კვირიდან თქვენი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიყო. სფფ-ის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებმა და ნაკრების მოთამაშეების პოტენციალმა დამარწმუნა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში […]
სანიოლი რუმინეთთან მატჩამდე – ჩემს ფეხბურთელებს ვენდობი
რუმინეთთან შეხვედრამდე საქართველოს ნაკრებმა პლოეშტის სტადიონზე ვარჯიში გამართა, ხოლო „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია და მომავალ დაპირისპირებასა და ამხანაგურ მატჩებში გუნდის მიზნებზე ილაპარაკა. „ვიცით, რომ რუმინეთი კარგი გუნდია და ხვალ რთული მატჩი გველის. ვფიქრობ, როდესაც საკუთარი ქვეყნის სახელით თამაშობ, თავი საუკეთესოდ უნდა წარმოაჩინო. ვიცით, რომ ხვალინდელ შეხვედრას გულშემატკივართა გარკვეული რაოდენობა დაესწრება და ვფიქრობ, რომ კარგი გარემო იქნება. ჩვენი […]
სანიოლი: “გამიმართლა, რომ ასეთი ფეხბურთელები მყავს”
ვილი სანიოლმა საბერძნეთთან ჩატარებული მატჩის (1:1) შემდეგ, ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუ ჩაწერა. gazzeta.gr-თან საუბარში ფრანგმა სპეციალისტმა ჩატარებული 3 მატჩი შეაფასა და საბერძნეთში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებზეც ისაუბრა. საბერძნეთთან თამაშსა და წინა შეხვედრებზე: “ვფიქრობ, რომ საბერძნეთი პირველ ტაიმში უკეთესი იყო. მეტოქეს 2-3 საგოლე მომენტი ჰქონდა. მეორე ტაიმში პირიქით მოხდა, ჩვენი საერთო სურათი უფრო კარგი იყო. ანგარიშში ჩამოვრჩით, მაგრამ […]
სანიოლი: “გპირდებით, რომ ოქტომბერის მატჩებისთვის თამაშის ხარისხი გამოსწორდება”
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ბულგარეთთან დიდი ანგარიშით, 1:4 წაგებული მატჩი შეაფასა. “დღევანდელ შეხვედრაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. შესაძლოა პირველ ტაიმში შეტევაში არც თუ ისე ცუდად გამოვიყურებოდით, თუმცა დაცვაში უპატიებელი შეცდომები დავუშვით. როდესაც ასე თამაშობ პოზიტიური მოლოდინი ვერ გექნება. ასევე ვთვლი, რომ კონკრეტულ მომენტებში არ გაგვიმართლა. მსურს მივულოცო ბულგარეთს ეს გამარჯვება. მათ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშეს […]
სანიოლი: “იხილავთ გუნდს, რომლითაც ქვეყანა იამაყებს”
საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბრის მესამე შეხვედრას ბულგარეთში გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი უკვე ორი დღეა სოფიაში იმყოფება. დღეს ქართველმა ფეხბურთელებმა ამხანაგური მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშეს. ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ტრავმის გამო ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩს თურქული “ჰატაისპორის” ქართველი ლეგიონერი საბა ლობჟანიძე გამოტოვებს. ვარჯიშის დაწყებამდე მთავარმა მწვრთნელმა გიორგი აბურჯანიასთან ერთად პრესკონფერენციაზე ადგილობრივი მედიის […]
სანიოლი: “საბერძნეთსა და ჩვენ რთული მატჩი გვექნება”
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი ქალაქ სალონიკიში 30 მარტს ჩარტერული ავიარეისით ჩავიდა და მატჩისწინა ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ ტუმბა არენაზე გამართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. “ვფიქრობ, რომ ესპანეთისა და შვედეთის წინააღმდეგ კარგი თამაში ვაჩვენეთ, […]