სანიოლი: “გამიმართლა, რომ ასეთი ფეხბურთელები მყავს”
ვილი სანიოლმა საბერძნეთთან ჩატარებული მატჩის (1:1) შემდეგ, ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუ ჩაწერა. gazzeta.gr-თან საუბარში ფრანგმა სპეციალისტმა ჩატარებული 3 მატჩი შეაფასა და საბერძნეთში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებზეც ისაუბრა. საბერძნეთთან თამაშსა და წინა შეხვედრებზე: “ვფიქრობ, რომ საბერძნეთი პირველ ტაიმში უკეთესი იყო. მეტოქეს 2-3 საგოლე მომენტი ჰქონდა. მეორე ტაიმში პირიქით მოხდა, ჩვენი საერთო სურათი უფრო კარგი იყო. ანგარიშში ჩამოვრჩით, მაგრამ […]
მაკრონი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ტექნიკური სპონსორია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური სპონსორი იტალიური კომპანია მაკრონი გახდა. სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში ითანამშრომლებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და მაკრონს შორის ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა. სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და მარკონის სპორტული მარკეტინგის დირექტორმა რობერტო კაზოლარიმ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ სფფ-ის ვიცე პრეზიდენტები ალექსანდრე იაშვილი და აკაკი ალადაშვილი 💬 ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი):„უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ტექნიკური პარტნიორი გვეყოლება მაკრონის სახით, რომელიც საერთაშორისო ბრენდია. მაკრონი ძალიან ბევრ გუნდთან თანამშრომლობს, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე და წლებია უეფას პარტნიორია. გვიხარია, რომ ასეთი პარტნიორი შევიძინეთ. მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, როგორც ვაჟთა და ქალთა ეროვნული ნაკრებები, ასევე ფუტსალის ნაკრები და ყველა ასაკობრივი გუნდი ამ ფორმით იქნება აღჭურვილი, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის და წინ გადადგმული ნაბიჯია. მინდა, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ სპეციალურად ჩვენთვის შექმნილი სპეციალური ფორმა გვექნება, რაც ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, რადგან ჩვენი იდენტობა იქნება ასახული ფორმაში. ეს იქნება ჩვენი დიზაინით შექმნილი მაისური, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვეცმევა. მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტს ვიმუშვებთ ფორმის დასახვეწად, რადგან ჩვენი ეროვნული ნაკრები მომდევნო ოფიციალურ მატჩებს ამ მაისურებით ითამაშებს. ხანგრძლივი სასიხარულოა, რომ მაკრონთან ისეთ შეთანხმებას მივაღწიეთ, რომელიც ორივე მხარეს სურდა. ჩვენთვის ძალიან დიდი დაფასებაა, რომ ამდენად გვენდობიან და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.“ 💬 რობერტო კაზოლარი (მაკრონის სპორტული მარკეტინგის დირექტორი „უპირველესად, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ბატონ პრეზიდენტს მოწვევისთვის. ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის. ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ბევრ ღირებულებაზეა დაფუძნებელი, საიდანაც ორს განსაკუთრებით გამოვყოფდი – ვნება და ამბიცია. საქართველოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრები ელის და გვიხარია, რომ ამის ნაწილი ვიქნებით. მაკრონი 100 პროცენტით კმაყოფილია ამ თანამშრომლობით და მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტის მუშაობის მაღალი დონე. ნამდვილად გაგვიმართლა, რომ ამ ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ“. მაკრონი სათამაშო და სავარჯიშო ეკიპირებით უზრუნველყოფს როგორც საქართველოს ვაჟთა და ქალთა ეროვნულ ნაკრებს, ასევე ფუტსალის ეროვნულ გუნდსა და ასაკობრივ ნაკრებებს. ახალი სათამაშო ფორმით პირველ ოფიციალურ მატჩებს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჩაატარებს, რომელიც 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ნიდერლანდებში გაიმართება. 💬 ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი):„ყველას გვიხარია, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები პირველად ისტორიაში ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. თუმცა, ცხადია, რომ მხოლოდ მონაწილეობა არ გვაკმაყოფილებს და გვინდა გარკვეული შედეგი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია. ვიცით, თუ რა დონის მოწინააღმდეგეები გვეყოლება, მაგრამ ყველა დავრწმუნდით, რომ ჩვენს გუნდს აქვს შესაძლებლობა ნებისმიერ მეტოქესთან ღირსეულად ითამაშოს და წარმატებას მიაღწიოს. ასე რომ, ოპტიმისტურად ვართ და იმედია ჩვენი მოლოდინი გამართლდება“. ერთა ლიგის ახალი სეზონიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მაკრონის მიერ წარმოებული ექსკლუზიური ფორმა ექნება. ანალოგიური ფორმით ითამაშებს საქართველოს ყველა ნაკრები გუნდი. წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
ანდორის ნაკრების ფეხბურთელების პროფესიები
“ერთა ლიგის” მესამე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ანდორას დაუპირისპირდება. მატჩი შაბათს, 13 ოქტომბერს 20:00 საათზე “დინამო არენა”-ზე გაიმართება.
ირლანდიის ნაკრები ჰურიჰეინის ზუსტი დარტყმით დაწინაურდა (ვიდეო)
ხორვატიის დამარცხებისას საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეტოქეზე 10-ჯერ იაფი იყო
2011 წლის 26 მარტს “დინამო არენაზე” საქართველოს ნაკრებმა ქვეყნის დამოუკიდებელი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამარჯვება მოიპოვა. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა ლევან კობიაშვილის გოლით ხორვატია 1:0 დაამარცხა. სტუმართა შემადგენლობაში აღნიშნული მატჩში ბევრმა საინტერესო და კარმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. საინტერესოა, რა იყო საქართველოს იმ გუნდის სასტარტო შემადგენლობის სატრანსფერო ღირებულება, რომელმაც 9 წლის წინ ხორვატია დაამარცხა. Transfermarkt-ის […]
სლოვაკეთმა მწვრთნელი გაათავისუფლა – მედია ერთ-ერთ ვარიანტად ვაისს ასახელებს
სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პაველ ჰაპალი გაათავისუფლეს. 51 წლის ჩეხ სპეციალისტს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფინალში გასვლის მიუხედავად, ერთა ლიგაზე შოტლანდიასთან (0:1) და ისრაელთან (2:3) ზედიზედ 2 მარცხი არ აპატიეს. სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დროებით სტეფან ტარკოვიჩი ჩაიბარებს. ადგილობრივი მედია კი მომდევნო წლიდან მთავარი მწვრთნელობის კანდიდატად ვლადიმირ ვაისს ასახელებს. შეგახსენებთ, რომ “ჯვაროსნების” […]
სანიოლის პირველი ვარჯიში – საქართველოს ნაკრებმა მზადება დაიწყო
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა დღეს არასრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. ს.კ.ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრების 25 კაციანი შემადგენლობა გასულ კვირას დაასახელა, კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო ტურში მიღებული ტრავმის გამო ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა და […]
უცნობი ფაქტი – საქართველოს ნაკრები რუმინეთთან თამაშზე უარის თქმას აპირებდა
რუმინულმა გამოცემა „გაზეტა სპორტულმა“ რუმინეთი-საქართველოს მატჩთან დაკავშირებით საინტერესო ამბავი გაასაჯაროვა – რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციამ და პლოეშტის სტადიონის ადმინსიტრაციამ საქართველოს ნაკრებს სათანადო პირობები არ შეუქმნეს, რის გამოც მატჩის ჩაშლა რეალური იყო. ამავე დროს, სხვა საინტერესო ამბავიც ამოვიკითხეთ. 1. ქართველები მონდომებით ემზადებოდნენ, რუმინეთის ნახევარზე კი მოდუნებული ატმოსფერო იყო შესვენების დროს, როდესაც ანგარიში იყო 0:0, უზარმაზარი განსხვავება იყო ქართველი და რუმინელი სათადარიგოების მომზადებას შორის. ქართველები ფიზიკურად და […]
ნიკა კვეკვესკირი: “მიზანი იგივეა – გავიდეთ ერთა ლიგის პლეი-ოფში”
უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, ნიკა კვეკვესკირმა კომენტარი გააკეთა. “სანაკრებო ფეხბურთის ისტორიაში პირველად არის მატჩები ასე ერთმანეთს მიწყობილი. ფაქტობრივად არ გვაქვს დრო აღდგენისთვის. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს ეტაპი, რათა კარგად მოვემზადოთ. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ფეხბურთელია შეკრებაზე. 10 დღეში მოგვიწევს ოთხი თამაშის ჩატარება და შეუძლებელია ბევრი კვალიფიციური ფეხბურთელის და ოპტიმალური როტაციის გარეშე […]
ლატვია 0:3 საქართველო (მიმოხილვა)
ლორიას საოცარი სეივი გიბრალტარის ნაკრებთან (ვიდეო)
ეკატერინე ტიკარაძე: “საქართველო-ბელარუსის მატჩზე დასწრება რეკომენდებული არ არის”
დღეს საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 8 ოქტომბერს გასამართი მატჩის შესახებაც ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ UEFA-მ ერთა ლიგის ნახევარფინალში, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების დაპირისპირებაზე “დინამო არენას” 30%-ის შევსების უფლება გასცა. საბოლოო გადაწყვეტილება ადგილობრივმა მთავრობამ უნდა მიიღოს. “ვიმსჯელეთ და განვიხილეთ რისკები. 8 ოქტომბრამდე საბჭო კიდევ ერთხელ შეიკრიბება, რის შემდეგადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენი […]