ოთარ კაკაბაძე მძიმე ტრავმას გადაურჩა
საქართველოს ეროვნული ნაკრებმა წლის ბოლო შეხვედრა ხორვატიასთან გამართა და 1:2 წააგო. ამხანაგურ მატჩში ქართველები გიორგი პაპუნაშვილმა დააწინაურა, რის შემდეგაც ვაისის გუნდმა ორი უპასუხო გოლი გაუშვა. შეხვედრის პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო ოთარ კაკაბაძემ, რომელიც რებიჩთან ორთაბრძოლისას დაშავდა. 24 წლის მარჯვენა მცველმა ეპიზოდის შემდეგ თამაში ვეღარ გააგრძელა. საბედნიეროდ, ოთარის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. ქართველი ფეხბურთელი ამის შესახებ […]
კვეკვესკირი: “უმნიშვნელო მატჩი ნაკრებში არ არსებობს”
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა შვეიცარიაში გამგზავრებამდე გერმანიის ქალაქ ბად ვურისჰოფენში ბოლო ვარჯიში გამართა. დღევანდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ ნიკა კვეკვესკირმა შვეიცარიასთან და ხორვატიასთან დაგეგმილ შეხვედრებზე ისაუბრა. “ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის წინ, სანაკრებო დონეზე უმნიშვნელო თამაშები არ არსებობს, მითუმეტეს, რომ შეგვიძლია მომავალი ორი შეხვედრა ერთგვარ გენერალურ რეპეტიციად მივიჩნიოთ ერთა ლიგის ნახევარფინალის წინ. ყველამ კარგად ვიცით თუ რა დონის […]
გიორგი ხარაიშვილმა გიბრალტართან მიღებული ტრავმის სირთულეზე ისაუბრა
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდა და მეტოქე 3:2 დაამარცხა. მატჩის 56-ე წუთზე გიბრალტარელთა ფეხბურთელის მიერ უხეშობას გიორგი ხარაიშვილის მძიმე ტრავმა მოჰყვა. საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა თამაში ვეღარ გააგრძელა. აღნიშნული ეპიზოდის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ გიორგიმ ტვინის შერყევა მიიღო და ყბა დაიზიანა, თუმცა, საბედნიეროდ, ხარაიშვილი თავს კარგად გრძნობს და მალე შემდეგი მატჩებისთვის […]
ირლანდიელი ფეხბურთელი: “ქართველები ძალიან ტექნიკურები არიან”
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ირლანდიას დაუპირისპირდა. “დინამო არენაზე” გამართული შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. ირლანდიელთა მე-19 ნომერმა, კონორ ჰურიჰეინმა, განვლილი მატჩი შეაფასა. “რთული საღამო გამოდგა. უნდა ვაღიარო, რომ მინდორი კარგ მდგომარეობაში არ იყო. ვიცით, რომ უკეთესად თამაში შეგვიძლია, თუმცა, ჯგუფში კვლავ დაუმარცხებლები ვართ და ეს ნამდვილად პოზიტივია. საქართველოს ძალიან კარგი გუნდი […]
ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე შეხვედრას თბილისში გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი 12 ოქტომბერს, დინამო არენაზე, ირლანდიას დაუპირისპირდება. 15 ოქტომბერს ჩვენი გუნდის მეტოქე, სტუმრად გიბრალტარი იქნება. საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის საწვრთნელ შეკრებას დედაქალაქში 7 ოქტომბერს იწყებს. ეროვნული გუნდი სასტუმრო ჰუალინგში განთავსდება და საწვრთნელი პროცესის ძირითადი ეტაპი, ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე შედგება. უახლოესი […]
კიტეიშვილის საოცარი თამაში ერიქსენის წინააღმდეგ (ვიდეო)
საქართველო 2:2 სამხრეთ კორეა (მიმოხილვა)
ყაზახური მედია: ვაისმა შესაძლოა საქართველოს ნაკრები დატოვოს
ყაზახურ მედიაში დღეს საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. KazFootball-ის თანახმად, “ასტანა” მთავარი მწვრთნელის, რომან გრიგორჩუკის შემცვლელად ვლადიმერ ვაისს განიხილავს. როგორც ცნობილია, ყაზახური კლუბი სლოვაკ სპეციალისტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. შეთანხმების შემთხვევაში, ვლადიმერ ვაისი საქართველოს ნაკრებში დაკავებულ პოსტს სანაკრებო პაუზის შემდეგ ან ზამთარში დატოვებს. ვაისი საქართველოში 2016 წლის მარტიდან მუშაობს. 54 წლის მწვრთნელს კონტრაქტი 2020 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს. […]
კაშია: “შევეცდებით, რომ დანია დავამარცხოთ”
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ თამაშს 8 სექტემბერს დანიასთან გამართავს. მანამდე, 5 სექტემბერს, “ჯვაროსნები” ამხანაგურ მატჩში სამხრეთ კორეას შეხვდებიან. ვლადიმერ ვაისის გუნდის ცენტრალურმა მცველმა, გურამ კაშიამ მოახლოვებულ მატჩებზე ისაუბრა. “კარგია, რომ ამხანაგური მატჩი გვექნება. სათამაშო დრო მიეცემათ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ეს ოფიციალურ თამაშებში აკლიათ. ალბათ, ისინი ეცდებიან, რომ შანსები გამოიყენონ. შემდეგი ოფიციალური […]
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩებისთვის ემზადება (ვიდეო)
საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო მორიგი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში ორ მატჩს გამართავს. “ჯვაროსნები” 5-ში სამხრეთ კორეას ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან, 3 დღეში კი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დანიას უმასპინძლებენ. საქართველოს ნაკრებში სანაკრებო პაუზისას ტრავმები იშვიათი არ არის და გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა. როგორც მოგეხსენებათ, ვლადიმერ ვაისის გუნდს მოახლოვებული მატჩების გიორგი ჩაკვეტაძე და ნიკა კვეკვესკირი გამოაკლდება. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ […]
ფიფას განახლებული რეიტინგი – რომელ ადგილზეა საქართველო დანიასთან მარცხის შემდეგ
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისში ორი მატჩი გამართა. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე “ჯვაროსნებმა” ჯერ შინ გიბრალტარს მოუგეს (3:0), შემდეგ კი კოპენჰაგენში, დანიასთან განადგურდნენ – 1:5. აღნიშნულ თამაშებს საქართველოს ნაკრებისთვის FIFA-ს რეიტინგში, რომელიც დღეს განახლდა, დიდი გავლენა არ მოუხდენია. ქართველები კვლავ 94-ე პოზიციაზე არიან, თუმცა ივნისის სანაკრებო პაუზის შემდეგ, 1 ბალი დააკლდათ და 93-ე ადგილზე […]