საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო შეხვედას 17 ნოემბერს, მაროკოს წინააღმდეგ გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი შეხვედრას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ჩაატარებს. აღნიშნული დაპირისპირება, თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ მაროკოს ნაკრები ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა. აფრიკელები ფიფას რეიტინგში 22-ე ადგილზე იმყოფებან. საქართველოს ეროვნული ნაკრები 14 ნოემბერს თბილისში შეიკრიბება, მომდევნო დღეს კი, ჩვენი გუნდი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრება.