საქართველოს ნაკრებს სექტემბერში ჩასატარებელ მატჩებში ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადების თანახმად, 26 წლის ნახევარმცველი კოსოვოსთან შეხვედრის პირველ წუთებზე მიღებული ტრავმის გამო, ესპანეთთან და ბულგარეთთან გასამართ თამაშებს გამოტოვებს. ვილი სანიოლის გუნდი ესპანეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა. მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო) მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, […]