საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელიც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩზე გულშემატკივრების დაშვებას მიეძღვნა. შეგახსენებთ, რომ 28 მარტს საქართველოს ნაკრები ესპანეთს „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. დღეს, 18 მარტს გაირკვა, რომ სტადიონზე ადგილების 30 პროცენტი შეივსება. პრესკონფერენციაზე ისაუბრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა. „ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ნაკრების წლის პირველ მატჩს გულშემატკივარი დაესწრება. ჩვენთვის […]