საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისში ორი მატჩი გამართა. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე “ჯვაროსნებმა” ჯერ შინ გიბრალტარს მოუგეს (3:0), შემდეგ კი კოპენჰაგენში, დანიასთან განადგურდნენ – 1:5. აღნიშნულ თამაშებს საქართველოს ნაკრებისთვის FIFA-ს რეიტინგში, რომელიც დღეს განახლდა, დიდი გავლენა არ მოუხდენია. ქართველები კვლავ 94-ე პოზიციაზე არიან, თუმცა ივნისის სანაკრებო პაუზის შემდეგ, 1 ბალი დააკლდათ და 93-ე ადგილზე […]